რამდენიმე დღეა არ მილაპარაკია ლევანთან არ ვიცი ზედმეტად სერიოზული მეჩვენება ეს ყველაფერი სულელური ჩხუბი იყო და ამხელა ამბავი სისულელეა.
გარეთ არ გავსულვარ რა თქმა უნდა და ბავშვებიც ისე ხშირად აღარ მოდიოდნენ ჩემთან როცა მოვიდოდნენ ხმას არც კი იღებდა ლევანი ერთ-ორ რამეს იტყოდა და მორჩა ისე ბიჭებს თუ დაუწყებდა ცალკე ლაპარაკს. ეს უფრო მწყინდა მაშინაც ჩხუბიდან მეორე დღეს რომ გავიღვიძე ყველა სახლში იყო ის კიდე წასული დამხვდა. მისი ეს საქციელი უფრო მწყინდა ვიდრე მაშინდელი აღარც მახსოვდა მეორე დღეს მთვრალი იყო და იბოდიალა რა მერე მაგრამ ახლა მისი ასეთი საქციელი ძალიან მოქმედებდა ჩემზე არ ვიცი ასე არასოდეს მიგრძვნია თავი თითქოს ცარიელი ვარ შიგნიდან მაგრამ თან ამავე დროს ძალიან დამძიმებული. ბავშვებთან არაფერს ვიმჩნევ მაგრამ რა თქმა უნდა ხვდებიან რომ ნაჩხუბრები ვართ შეიძლება ლევანმა უთხრა კიდეც არც ეგ ვიცი.
ამ ბოლო დროს უფრო ხშირად მეტირება ვერ ვიგებ ჩემი ბრალია ეს და ასე ამიტომ იქცევა დამნაშავე ვარ და არ ვიცი იმდენად გაურკვეველია ეს ყველაფერი. ღამე მაინც მეფიქრება ამაზე რომ ასე სერიოზულად არ უნდა მიმეღო მთვრალი იყო და რამე და ასე არ უნდა მექნა და ამის გამოა ყველაფერი.
უკვე 1 კვირაა ალბათ არავინ მინახავს ეგრე ელენეც კი უნივერსიტეტი დაწყებული იყო და გამოცდების პერიოდი დგებოდა ამიტომ, ნუ მე ონლაინ ლექციებს ვესწრებოდი სანამ არ შემეძლება ნორმალური სიარული. გამოცდებზე ალბათ მივალ არ ვიცი. ლაპარაკითაც კი ძლივს ვლაპარაკობთ ტელეფონზე ისიც ცოტა ხანი ისეთი გადაღლილები არიან ხოლმე. ისე ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს მაგრამ არ მწყინს რავი ჩემს გამო სულ აქ ხო არ უნდა ეგდონ თან ასე ცოტა ხანი მარტო კარგია. დღეს ექიმთან მივდივარ ნაკერები უნდა შემიმოწმონ და ასე შემდეგ. უკვე მზად ვარ ჩვეულებრივი ნაცრისფერი სპორტული შარვალი ჩავიცვი და გრძელ მკლავიანი ზედა მაგაზე კიდევ სპორტული მოსაცმელი შეხამებული შარვალზე. ძაან მაგრად ვიყავი და იმედია არ შემცივდება. გარეთ ძლივს გავედი და მანქანაში ჩასაჯდომად დინი მომეხმარა, წინ დავჯექი სავარძელი ცოტა უკან გადასწია წამოწოლილივით რომ ვყოფილიყავი და მადლობა მას.
YOU ARE READING
ის რასაც ვერ შეცვლი
Romanceმე სიყვარულისთვის არ გავჩენილვარ, მე დავიბადე რომ შემიყვარდეს. მე არც ცხოვრებისთვის დავბადებულვარ, მე დავიბადე რათა მოვკვდე მე არც ბედნიერებისთვის არ გავჩენვილვარ, მე დავიბადე რომ ვიტანჯო
