დღეს ჩემი დაბადების დღეა 17 ის ვხდები და ხო სწორედ დღეს უნდა ვუთხრა ყველაფერი ლევანს. ელენე მაიძულებს გინდა თუ არა უნდა გადაიხადო დაბადების დღეა ჩვიდმეტი წლის ხდები ბოლო ბოლო ო. ლიკა მას აყვა და იმდენი ქნეს დაბადების დღეს ვიხდი ოღონდ სახლში. გავემზადე შავი მოკლე კაბა მეცვა მკლავების გარეშე ჩემი კარე თმა და გავისწორე და ქვემოთ ჩავედი ბავშვები და ლევანი უკვე აქ იყვნენ. ლიკამ მათი მეგობრებიც დაპატიჟა ამიტომ საკმაოდ ბევრნი ვიყავით.
სხვათაშორის ქიმიო თერაპიას მოვრჩი მაგრამ პასუხები მაინც არ მაქვს ჯერ გამქრალია თუ არა ან თუნდაც შემცირებულია ზომა თუ არა.
კომპლიმენტების და მილოცვებს შემდეგ გართობაც დაიწყო, სვამდნენ მე მარტო წვენს ვსვამდი, ცეკვავდნენ მეც ვცეკვავდი ლაპარაკობდნენ მეც ვლაპარაკობდი ყველაფერი იდეალურად იყო და ყველა სხვადასხვა სტიქიაში. ლიკამ იძულებით გადამიღო ფოტოები მერე კი უკვე გოგოებთან ერთად გადავიღე საკმაოდ ბევრი.
იმდენად კარგად მიდიოდა ყველაფერი ასეთი არ წარმომედგინა არასოდეს მქონია ასეთი დაბადების დღე და ვაღიარებ ბედნიერი ვიყავი. ნელი მუსიკა ჩაირთო, ნაზი რხევით დაიწყეს ცეკვა ირგვლივ ზოგი უბრალოდ ლაპარაკობდა ცოტა იქით, ამ დროს მე შუაში ლევანის მკლავებში გახვეული ვცეკვავდი და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, როგორ არ მინდოდა დღევანდელი დღის გაფუჭება მაგრამ მომიწევდა.საღამო დამთავრდა ყველა წავიდა, მეც წავედი ლიკას ვუთხარი რომ დღეს ლევანთან დავრჩებოდი და სახლიც დავტოვე. ასე ჩაცმული უკვე ლევანის ჟაკეტში გახვეული ვიჯექი მანქანაში და საშინლად ვღელავდი.
" რა გჭირს? "
" არაფერი "
" ანერვიულებული ხარ " ფეხზე დამადო ხელი
" უბრალოდ დავიღალე " მის ხელს მოვუჭირე ჩემი ხელი.
" მალე მივალთ " მხოლოდ ეს მითხრა გამიღიმა და გზა ჩუმად განვაგრძეთ. მალევე მივედით, ფეხზე იძულებით ჩაცმული ლიკას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გავიხადე და ზემოთ ავედით, მის ოთახში.
" რაღაც უნდა გითხრა " წინ დავუდექი.
" ესეიგი სწორად შევატყე რა ხდება რაზე ნერვიულობ " ხელებში მოიქცია ჩემი სახე მაგრამ მოვიშორე.
" უნდა მისმინო და გთხოვ სანამ არ დავამთავრებ არაფერი არ მითხრა ისედაც მიჭირს "
" კარგი გისმენ " ჩამოვჯექით საწოლზე.
" ვაღიარებ არაფრის თქმას არ ვაპირებდი ჯერ მანამ სანამ იმ საღამოს არ მითხარი რომ გიყვარვარ იმ ღამეს გავიაზრე რომ უფრო სერიოზულ რამეში გადადიოდა ჩვენი ურთიერთობა და უნდა მეთქვა მაგრამ არ გამომდიოდა, იმ დღეს სახლში რომ მოვედი შენთან და შენი მშობლები და და გავიცანი მაგ დღეს უნდა მეთქვა მაგრამ ამის გამო ვერ გითხარი მერე კი საშინლად გამიჭირდა ვიფიქრე ძალიან ბევრი თუ ასე ძალიან რატომ მიჭირდა ვიდრე მაშინ როცა ურთიერთობა დავიწყეთ და მერე მივხვდი რომ მეც მიყვარხარ და იმიტომ არ მინდა შენი დაკარგვა მაგრამ ამას რაც უფრო დიდხანს შევინახავ ჩემთვის და შენ არ გეტყვი უფრო დიდი შანსია რომ ამდენი ტყუილის მერე აღარ მაპატიებ "
" რას მიმალავ მია " ფეხზე წამოდგა.
" ლევან მე კიბო მაქვს, ხო კიბო და ამდენი ხანია ამას ვმალავ შენგან და ყველასგან ვაჩემ შემთხვევით გაიგო ელენემ რა თქმა უნდა იცის მაგრამ დანარჩენებმა არაფერი არ იციან. მიჭირდა ამის თქმა და არ მინდოდა მეგონა სანამ ყველაფერი ისე წავიდოდა როგორც ახლა არის ეს ყველაფერი დამთავრდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა და მიწევს ახლა ამის თქმა, მიჭირდა ძალიან ამის თქმა ვიცი ძალიან დიდი რამეა და ასე არ შეიძლება ასეთი რამ ადამიანს არ უნდა დაიმალოს მითუმეტეს საყვარელი ადამიანებისგან მაგრამ ვერ შევძელი მეთქვა შემეშინდა ძალიან არ მინდოდა ყველაფრის გაფუჭება ეს მილი იმიტომ მიკეთია მიჭირს კი არა ამის გარეშე საერთოდ ვერ ვსუნთქავ " გავჩერდი უკვე ვტიროდი კიდეც და მას შევხედე მინდოდა რამე ეთქვა.
" თავიდან რატომ არ თქვი ურთიერთობა რომ დავიწყეთ მაშინ" თვითონაც შემომხედა.
" ჯერ ყველაფერი ახალი იყო მაშინ რომ მეთქვა დამტოვებდი ვიცი მინდოდა მქონოდა ის რაც არასოდეს მქონია და მეგრძნო ის რაც თურმე ყოველთვის მჭირდებოდა "
" ასეთი რამის დამალვა როგორ შეიძლება არც ვიცი რა ვთქვა "
" ვიცი არ შეიძლება და უნდა მეთქვა მაგრამ ვერ ვბედავდი "
" ამ ტკივილის გადატანა არ შეიძლება მარტო მია როცა ამდენი ადამიანი ვართ შენთან როცა მე აქ ვარ არ შეიძლება შენს თავში იტოვებდე და ჩვენ აქ დებილებივით ვიყოთ ამ დროს კი შენ რამდენ რამეს ებრძვი ვერც კი ვამჩნევდი როგორ ვერ მივხვდი " ცრემლები წამოუვიდა ავდექი ახლოს მივედი მასთან და შევუმშრალე ხელებით.
" დაწყნარდი გთხოვ კაია რომ ვერც ამჩნევდით იმდენად კარგი იყო ისეთ ადამიანებთან ვინც არაფერი იცოდნენ და შენში მარტო კიბოს არ ხედავდნენ შენ გვერდით რომ ვიყავი ყველაფერი მავიწყდებოდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი მართლა "
" გთხოვ მითხარი მომიყევი ყველაფერი უნდა ვიცოდე "
" საშინელი ისტორიაა დარწმუნებული ხარ? "
" კი " საწოლზე დავწექით ჩამეხუტა და თხრობა დავიწყე
" ძალიან პატარა ვიყავი მაშინ სულ რაღაც 8 წლის... " ყველაფერი მოვუყევი ის კიდევ მთელი ამ დროის განმავლობაში მისმენდა, როცა დავასრულე მას შევხედე თვალებში ცრემლი ჰქონდა ჩამდგარი და რამდენიმე მის ღაწვებზე იყო.
" უსამართლობაა "
" ხოო შეიძლება მაგრამ ასეა და ვერ ვცვლი ამას "
" ახლა რა იქნება "
" პასუხებს ველოდები თუ არ გაქრა ან არ შემცირდა ოპერაციას გავიკეთებ "
" საშიშია? "
" კი შეიძლება მოვკვდე მაგრამ მეტი გამოსავალი აღარ მრჩება სიცოცხლისთვის "
" შენთან ვარ ყველაფერი კარგად იქნება " გამიღიმა
" მიყვარხარ " და ვაკოცე
" მეც მიყვარხარ " მითხრა და კოცნაც გააგრძელა.
![](https://img.wattpad.com/cover/360017596-288-k716629.jpg)
YOU ARE READING
ის რასაც ვერ შეცვლი
Romanceმე სიყვარულისთვის არ გავჩენილვარ, მე დავიბადე რომ შემიყვარდეს. მე არც ცხოვრებისთვის დავბადებულვარ, მე დავიბადე რათა მოვკვდე მე არც ბედნიერებისთვის არ გავჩენვილვარ, მე დავიბადე რომ ვიტანჯო