ბავშვებმა ყველაფერი იცოდნენ უკვე. ხო ასე უბრალოდ ვამბობ რომ ვუთხარი იმ მომენტის გახსენდება კიდევ ერთხელ არ მინდა, სრული კოშმარი იყო, მათი სევდიანი თვალები და ასე შემდეგ. ახლა საწოლში ვიწექი და კომპიუტერში რაღაც ფილმს ვუყურებდი, თავი და ბოლო ვერ გავიგე ამ ფილმის მაგრამ ჯინაზე არ ვრთავდი და ვაგრძელებდი ყურებას. ერთი კვირა იქნებოდა გასული და მაინც საშინლად ვგრძნობდი თავს, იმის მიუხედავად რომ კარგად მიიღეს ეს ყველაფერი მაინც ცუდად ვიყავი, მათთვის არ მითქვამს ოპერაციაზე არადა დანიელმა უკვე დამინიშნა დღე როცა მექნება ახლა კვირაა ოპერაცია კი სამშაბათს მექნება და მართლა ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს თუ არ მოხდება მოვკვდები ნუ თუ მოხდა შეიძლება მაინც მოვკვდე, დანიელი საუკეთესო ექიმებთან მიშვებს და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის ისევე როგორც დინს და ლიკას. ლევანისთვისაც კი არ მითქვამს რა მოხდა უბრალოდ ვუთხარი რომ ზომა შემცირდა და მკურნალობას ვაგრძელებდი ვიცი შემეძლო მეთქვა მაგრამ არ მინდა ისიც ან სხვებიც ასე განაწყენდნენ მითუმეტეს ლევანმა რომელმაც იცის რომ ამან შეიძლება მომკლას იყოს როგორც არის ოპერაცია მალე იქნება და მაინც მალე გაიგებენ ამ ყველაფერს.
კომპიუტერი გამოვრთე და დასაწოლად დავწექი მაინც ვერაფერს ვაკეთებდი და ჯობს დამეძინა, იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ შუადღე იყო. ვიწექი, უკვე ძილში უნდა გადავსულიყავი ელენემ რომ დამირეკა ამან ხო დრო არ იცის რა.
" რა გინდა "
" რას ბუზღუნებ "
" ვიძინებდი " სიცილის ხმები მომესმა.
" ამ შუადღეს გოგო? ადექი ახლა დროზე და ლევანთან ამოდი "
" აუუუ "
" ნუ წუწუნებ შენი შეყვარებულია ვეტყვი რომ არ გინდა მისი ნახვა "
" უთხარი არავის ნახვა მინდა მეძინებააა "
" მოდი და აქ დაიძინე რაც მაგ ქიმიის მორჩი ძაან ბრაზიანი გახდი"
" ... "
" კაი რა ვხუმრობ ხო იცი სულ ეგეთი იყავი მოდი გთხოვ შენი ბიჭი მეუბნება ძალიან მომენატრაო "
" ხოო? "
" ხო გაემზადე და მოდი გელოდებით მალე იცოდე "
" კაი "
" ნახე რა დაქალი სულ აღარ ადარდებს მარტო ბიჭის გამო მოდის " და გათიშა. გამეცინა სულელი.
ნახევარ საათში მზად ვიყავი, გარეთ გრილოდა ამიტომ თბილად ჩავიცვი წინა საოპერაციოდ გაციება კარგი არ იქნება ნამდვილად. შავი ჯინსი და თბილი შავი ზედა რომელიც ტატომ მაჩუქა კისერთან ეწერა "სულ ჩემი გოგო " წინ კიდევ "sweetest girl in this world " ეჭვიანი იყო სულ დინი რომ მაისურებს მჩუქნიდა თავისებს რომელიც მომწონდა ნუ ტატოც მარა მაინც ეჭვიანობდა მგონი და მერე ეს მაჩუქა ძალიან მიყვარდა ეს ზედა და იშვიათად ვიცმევდი რომ არ გაცვეთილიყო. ჩანთა ავიღე, მოვკიდე ჩემს ბალონს ხელი და წავედით ლევანის სახლისაკენ. დაახლოებით ათ წუთში იქ ვიყავი, კარი ლევანმა გამიღო.
" ჩემი პატარა " დიდად არასოდეს მომწონდა ასე რომ იცოდნენ ხოლმე მაგრამ ის ისე მეუბნებოდა რომ ვგიჟდებოდი და სულ მეღიმებოდა. მივედი და ჩავეხუტე, მან როგორც ყოველთვის წელზე მომხვია ხელი და კისერში მაკოცა ამაზე დამაჟჟრიალა, მერე ტუჩებზე მაკოცა და მისაღებშიც შევედით სადაც ბავშვები იყვნენ.
" გამარჯობათ ყველას " ყველა გადავკოცნე ტატოც კი აქ იყო.
" რა კარგი ზედაა " ტატომ მითხრა გამეცინა.
" ხოო ერთმა მაჩუქა " გამეცინა და მასაც ვაკოცე ლოყაზე.
" ტატომ აჩუქა ეგ ზედა " ელენემ განუმარტა როგორც ჩანს ყველას რადგან მათ უცნაური სახე ჰქონდათ მიღებული. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა ლევანის დაც აქ იყო, ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი მაინც მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი თან ლევანიის დაა ბოლობოლო.
YOU ARE READING
ის რასაც ვერ შეცვლი
Romanceმე სიყვარულისთვის არ გავჩენილვარ, მე დავიბადე რომ შემიყვარდეს. მე არც ცხოვრებისთვის დავბადებულვარ, მე დავიბადე რათა მოვკვდე მე არც ბედნიერებისთვის არ გავჩენვილვარ, მე დავიბადე რომ ვიტანჯო