წარმოდგენა არ მქონდა როგორ გავაკეთე ის რაც გავაკეთე. როგორ შევძელი ჩაიდნის გატანა ყავით შაქრით და ჩაით, საერთოდ როგორ შევძელი მელაპარაკა შუმჩნევლად თითქოს რამდენიმე წუთის წინ არ მიკოცნია ბიჭისთვის, როგორ შევძელი მასთან ახლოს დაჯდომა საერთოდ ან ამოსვლა ზემოთ.
ახლა შუა ღამეა 2იქნება დაწყებული და ჯერ კიდევ ვერ ვიძინებ, იმაზე საერთოთ აღარაფერს ვამბობ ლევანს როგორ ვკოცნიდი, თან დებილივით ვერაფერი რომ ვერ ვთქვი და გამოშტერებული ვუყურებდი. ან ამის მერე როგორ რა იქნება ისე უნდა მოვიქცე თითქოს მეგობრები ვართ და არაფერი მომხდარა, მეგობრები არ ვართ ამის მერე ხო საერთოდ. ფიქრისგან უკვე ტვინი მეტკინა, ვერც დანარჩენებს და ვერც ელენეს ვერ ვეტყვი ერთ ამბავს მოაწყობენ. ვერც ვერაფერს ვერ ვეტყვი ლევანს, მე მინდოდა და ვიცი რომ მის მიმართ ვგრძნობ რაღაცას მაგრამ მან შეიძლება უბრალოდ მაკოცა როგორც მაშინ, მაგრამ ის სიტყვები რატო მითხრა. მაინც არ მინდა მისთვის კითხვა უბრალოდ თუ მაკოცა სასაცილო გამოვალ.
ვერ ვაჩერებდი ფიქრებს და ამის გამო ვერც ვიძინებდი. წამოვჯექი და ასე ვიჯექი, გახსნილი ფანჯრებიდან გავყურებდი მთვარეს, მამშვიდებდა თითქოს მაგრამ მაინც აფორიაქებული ვიყავი და ჩემს თავშiც ერთი ამბავი ხდებოდა.
" რატო არ გძინავს " ბედი არ მაქ რა ლევანი იყო რას წამოვჯექი თავს მაინც მოვაჩვენებდი ვითომ მეძინა, ან როდის შემოვიდა საერთოდ.
" აქ რა გინდა დაუკაკუნებლად რატო შემოდიხარ " ეგრევე შევუტიე.
" დავაკაკუნე უბრალოდ შენ ვერ გაიგე " საწოლზე ჩამოჯდა
" კაი აქ რატომ ხარ? "
" ცოტა დრო მოგეცი ახლა ჩემს კითხვაზე პასუხს ველი "
" არ ვიცი თუ ასე ძალიან გინდა შენთვითონ მითხარი "
" რატო ბრაზდები " ახლოს მოიწია ჩემთან
" რას აკეთებ "

YOU ARE READING
ის რასაც ვერ შეცვლი
Romanceმე სიყვარულისთვის არ გავჩენილვარ, მე დავიბადე რომ შემიყვარდეს. მე არც ცხოვრებისთვის დავბადებულვარ, მე დავიბადე რათა მოვკვდე მე არც ბედნიერებისთვის არ გავჩენვილვარ, მე დავიბადე რომ ვიტანჯო