" რა მშობლები ლიკა რეებს ბოდიალობ " პანიკური სიცილი დავიწყე რას მეუბნებოდა საერთოდ ხვდებოდა.
" მართალს გეუბნება დედაშენი ვარ მია ვერ მიცანი " მომიახლოვდა და ხელზე მომკიდა ხელები გამიღიმა.
" მომშორდი, ნუ მეხები საერთოდ, მე დედა არ მყავს და არც მამა საერთოდ როგორ მეუბნები ვერ მიცანიო პატარა რომ ვიყავი ადექით და მიმატოვეთ ახლა დაბრუნებას საერთოდ როგორ ბედავთ და უსირცხვილოდ მოსვლას და იმის ძახილს რომ დედაჩემი ხარ " ბოლო ხმაზე ვუღრიალე წამში ისეთმა ბრაზმა მომიცვა რომ მეგონა აქვე მივახრჩობდი ამ ქალს.
" ვიცი რომ არ უნდა მიგვეტოვებინე არც შენ და არც ლიკა გვაპატიე გთხოვ ბოლობოლო შენი მშობლები ვართ " იმ ვითომ მამამაც ხმა ამოიღო.
" მე მშობლები არ მყავს კიდევ გიმეორებთ არაფრის პატიებას ვაპირებ ამდენი წელი გავიდა ღმერთო ჩემო მთელი 12 წელი და ახლა მოდიხართ მაშინ როცა ყველაფერმა ჩაიარა ტანჯვა დასრულდა და გგონიათ ჩაგეხუტებით და ისე მოვიქცევი თითქოს არ მიმაგდეთ ჩემი დის ხელებში კიბოიანი ბავშვი ასე ვინ იქცევა გამაგებინეთ რანაირად უწოდებთ თქვენს თავს მშობლებს რა ნამუსით პროსტა " ზიზღი იმდენად მახრჩობდა რომ სუნთქვაც კი მიჭირდა.
" მია " ლიკამ მომმართა.
" შენ საერთოთ გაჩუმდი როგორ შემოუშვი სახლში ესენი ვიცი რომ შენთის საოცნებო ოჯახი იყო ისე გექცეოდნენ მაგრამ შენც მიგატოვეს ლიკა ვერ ხვდები საერთოთ წადით აქედან "
" უნდა მოგვისმინო ჯერ " კიდე წამოიწია ის ქალი.
" რა ჯანდაბაზე უნდა მოგისმინოთ ჰა რამეს იმსახურებთ საერთოდ?! არ მიდიხართ ხო ჯანდაბამდე გზა გქონიათ მე მივდივარ ბედნიერი ოჯახობანა " გამოვვარდი სახლიდან თუ არა ტაქსი გავაჩერე ტატოსთან წავედი ვიცოდი ელენეც იქ იყო და ახლა ისინი მჭირდებოდნენ სხვებს ვერ ვთხოვდი არ შემეძლო ისინი მიცნობდნენ ყველაზე მეტად გაიგებდნენ ამ სიტუაციას ახლა ისინი მინდოდა და სხვა არავინ. მალევე გააჩერა ტატოს კორპუსთან გადავედი და ზემოთ ავედი კარებზე დავაკაკუნე უკვე ხელების კანკალი მქონდა დაწყებული. შეშინებულმა გამიღო კარი.
YOU ARE READING
ის რასაც ვერ შეცვლი
Roman d'amourმე სიყვარულისთვის არ გავჩენილვარ, მე დავიბადე რომ შემიყვარდეს. მე არც ცხოვრებისთვის დავბადებულვარ, მე დავიბადე რათა მოვკვდე მე არც ბედნიერებისთვის არ გავჩენვილვარ, მე დავიბადე რომ ვიტანჯო
