part 14

12 0 0
                                    

უკვე ლევანთან ვიყავით მისულები ტანსაცმელი თავისი მომცა ნუ ზედა მარტო და ეგრე დავწექით ნუ თვითონ ნახევრად ზედ მეწვა და ისე ვლაპარაკობდით.
" რამე მომიყევი შენზე" უცებ მითხა.
" ძაან მოსაწყენი ცხოვრება მაქვს შენ მოყევი ჯერ "
" კარგი ჩვეულებრივი მშობლები მყავს ნუ მთლად ჩვეულებრივი არა ცოტა გიჟები არიან კიდევ უფროსი და ვსწავლობ და ვმუშაობ "
" ეგ რანაირი მოყოლააა ლეო მოიცა და გყავს? "
" ხოო. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი საკუთარ თავზე დანარჩენს შენ თვითონ გაიგებ ნელ-ნელა "
" კაი ხო ჯანდაბას "
" მიდია ახლა შენი ჯერია "
" კარგი მშობლები არ მყავს პატარა რომ ვიყავი მაშინ წავიდნენ არც კი მახსოვს ისინი წესიერად, დასთან და მის ქმართან ერთად ვცხოვრობ. მთელი ცხოვრებაა ისინი ელენე ტატო  და კობა არიან ჩემთან სკოლაში არ მივლია სახლში ვსწავლობდი რაღაც მიზეზების გამო და ასე მეტი არაფერი " უგულოდ გავიღიმე და მოვკუმე ისევ პირი.
" ვწუხვარ არ ვიცოდი რა ნაბიჭვაროვით ვიქცეოდი შენს მშობლებზე რომ გეუბნებოდი " აწია ჩემიდან და გვერძე მომიწვა ჩამიხუტა და მასზე დამადებინა თავი.
" არაუშავს დაივიწყე მე დიდი ხნის წინ დავივიწყე "
" დავიძინოთ კაი? გეტყობა დაღლილი ხარ " და დავიძინეთ. ასე ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა.
ძალიან კარგად მეძინა ისე კარგად რომ ვერც კი წარმოვიდგენ გუშინდელი დღის დასაწყისის მიუხედავად დასასრული და ეს გათენებაც საოცარი იყო თითქოს ყველა ის დარდი ბრაზი თუ რაცაა ჩამოვიცილე და თავს კარგად ვგრძნობდი. თვალები რომ გავახილე პირდაპირ მის სახეს შევეჩეხე, ისე საყვარლად ეძინა რომ არ ვიცი, ტელეფონი ავიღე და სურათები გადავუღე მასთან ერთადაც გადავიღე ფოტოებში მას ეძინა მე კიდევ ხან ვიჯღანებოდი ხან კიდე ვიცინოდი შეიძლება ფოტოების დადება არ მიყვარს მაგრამ ხშირად ვიღებ სამახსოვროდ.
ტელეფონი გადავდე, წამოვჯექი და მას დავუწყე ცქერა სახეზე თითებით ვეფერებოდი ნელა რომ არ გაღვიძებოდა, მის ოდნავ ამოსულ წვერს გადავუსვი ხელი რომელიც საშინლად უხდებოდა, შემდეგ თმებში შევუცურე ხელი და ისე ვეფერებოდი.
" მშვენიერი დღის დასაწყისია " უცებ გავიგე მისი ხმა და თვალებიც გაახილა გამეცინა.
" დილამშვიდობისა " გავუღიმე.
" კოცნითაც მინდოდა გაგეღვიძებინე "
" ეგ რომ ძალადობაა იცი ძილში ადამიანს ტუჩებში რომ კოცნი ანუ " წამოვიწიე რომ ავმდგარიყავი
" კაი კაი მოიცა ცოტა ხანი ვიწვეთ " ხელები მომხვია და კისერში ჩამირგო თავი გამეცინა.
" არ გამიშვებ ხო? " არაფერი უპასუხია უფრო გამეცინა. კოცნა დამიწყო უცებ კისერში თან სასიამოვნო იყო თან მეცინებოდა უცებ მიკბინა და ზასოსიც დამიტოვა " აუ კაი რა არაფერი არ მაქ თან რომ დავიფარო თან მეტკინა ვამპირი ეს " ბალიში ჩავარტყი და გავიწიე მეორე მხარეს ვდგებოდი უკვე რომ დამაგდო ისევ და ჩემს ზემოთ მოექცა.
" ნუ შვები ეგრე ნუ მებუტები "
" არ გებუტები " სააბაზანოში გავედი, სახე დავიბანე და ერთი ამბები სულ რამდენიმე წუთი გავიდა და უკვე კარგად მეტყობოდა ყელზე ზასოსი ოხ ლევან.
რაღაც ხმები მესმოდა ნეტა რას აკეთებს. გამოვედი და ოთახში არ დამხვდა. ბუზღუნით ჩავედი ქვემოთ სამზარეულოში მოვკარი თვალი ამიტომ იქ შევედი და ნეტა არ შევსულიყავი ჯანდაბა.

ის რასაც ვერ შეცვლიWhere stories live. Discover now