part 5

7 0 0
                                    

იმ დრამატული დღის შემდეგ ერთი კვირა იქნებოდა გასული ჩემს ტელეფონზე მარიმ რომ დარეკა ვიდეო ზარით გოგონებიც დაამატა და დავიწყეთ მსჯელობა იმაზე თუ სად წავსულიყავით ფოტოების გადაღებაც გვინდოდა ჭამაც და კარგი სეირნობაც, ეს ფაქტი დიდად არ მახალისებდა ალბათ იმიტომ რომ წლებია უკვე ჩემს ცხოვრებაში სულ რამდენიმე ადამიანია მაგრამ ელენეს ძალიან უხაროდა და მას ვერ ვაწყენინებდი, თან ერთხელ არაუშავს დავივიწყებდი ყველაფერს და ვიქნებოდი ჩვეულებრივი გოგო იმათთან ვინც ჩემზე არაფერი არ იცოდნენ ეს ფაქტიც მანდომებდა კიდეც წასვლას.
ერთი საათი მაინც ვილაპარაკეთ გეგმების დაწყობის შემდეგ და კარგადაც გავერთეთ.
" ვინები იყვნენ "
" ელენეს დაქალები წინაზე ვისთან ერთადაც წამიყვანა "
" გავიგე სადღაც მიდიხართ ერთად"
" მერე? ჩემს ლაპარაკს რატო უსმენ"
" რატო ბრაზობ რამდენიმე სიტყვას მოვკარი ყური არაფერსაც არ გისმენდი ძალიან მიხარია ახალ ადამიანებთანაც ხარ ხომ გითხარი ყველაფერი კარგად მიდის" ლიკა ბედნიერებას ვერ მალავდა.
" დამღალე უკვე, ვიცი რომ ძალიან გიხარია მაგრამ ფრთხილად იყავი ბედნიერება ცოტა ხანს გრძელდება" ვუთხარი და ოთახში ავედი ყავით ხელში, აღარ შემეძლო ამის ატანა მთელი ერთი კვირა ექიმებში და ფსიქოლოგებთან დამატარებდა იმის დასადასტურებლად რომ ყველაფერი რიგზეა ახლა კიდე პასუხებს ელოდება და წამდაუწუმ ამას გაიძახოდა აღარ შემიძლია ვერ ვიტან ასეთ ქცევებს მისი ასეთი ქცევები იმედს მაძლევს მე კი არ მინდა თავის მოტყუება ჩემთან მაინც ნუ ამჟღავნებს წავიდეს და დინს ელაპარაკოს.
ახლა კიდე ეს დაგეგმილი დღე იმდენად მეზარებოდა რომ არ ვიცი ფოტოებს არასოდეს ვდებდი და არც გამჩენია სურვილი რა უნდა გადამეღო ერთი როგორ ვწევარ ან დავდივარ ცოცხალ მკვდარი?!
რატომღაც დაღლილი ვიყავი ძალიან ამიტომაც საწოლზე წამოვწექი, არაფრის თავი არ მქონდა და თავბრუც მეხვეოდა დიდი ხანია ეს შეგრძნება არ მქონია და შემეშინდა კიდეც უცებ ძალიან ცუდად გავხდი მაშინვე ლიკას დავუძახე ტირილიც კი ამიტყდა არ მინდოდა უკან დაბრუნება.
" ლიკა " ოთახში შემოვიდა როგორც კი დამინახა რომ ვტიროდი მომვარდა.
" რა მოხდა?რატომ ტირი? "
" ვერ ვარ კარგად, ცუდად ვარ და თავბრუ მეხვევა ისე ვარ როგორც ადრე და მეშინია " ვუთხარი და თვალები ძლიერ დავხუჭე ძალიან ცუდად გავხდი უცებ ამ დროს ყოველთვის ერთ წერტილს ვუყურებდი ახლა კი ამის თავიც არ მქონდა.
" დამშვიდდი გთხოვ ადე ექიმთან წავიდეთ, დიინ " დინს დაუძახა ცოტა ხანში მანქანაში ჩავჯექით და სავადმყოფოსკენ წავედით პასუხებიც არ გვქონდა მოსული იქნებ ყველაფერი ძალიან მალე გაუარესდა.
" ელეს დაურეკე გთხოვ " ვუთხარი ლიკას რომელიც ჩემთან ერთად იჯდა უკანა მხარეს და ძლიერ მეხუტებოდა.
" ახლავე ჩემო ლამაზო " იმწამშივე დაურეკა
' ელ მე ვარ '
' ხო გისმენ '
' მია ცუდად გახდა სავადმყოფოში მივდივართ ახლა უნდა შენც იყო იქ'
' რაა?? რატომ მოხდა ყველაფერი ხომ რიგზე იყო '
' არაფერი არ ვიცით ჯერ მივედით თითქმის და შეიყვანენ გასინჯავენ გთხოვ მოდი '
' ახლავე მანდ გავჩნდები ტატოსაც დავურეკავთ და მოვალთ '
' კაი მიდი ' ზარიც დასრულდა.
" ელე და ტატო მალე მოვლენ " მითხრა და მანქანიდანაც გადმოვედით. ცოტა ხანში ექიმის კაბინეტში ვიყავით უკვე გამსინჯა ანალიზები კიდევ ერთხელ გამიკეთეს და აი აქ დაიწყო სწორედ ტანჯვაც.
" არ მესმის ყველაფერი რიგზე იყო ასე არ უნდა მომხდარიყო ასე მალე პროგრესი არ უნდა განეცადა კიბოს" ლიკამ ანერვიულებული დაიწყო ლაპარაკი არაფრის თავი არ მქონდა მე, ტატოს მიხუტებული ვიყავი და ზურგზე კიდე ელე მეხუტებოდა
" ვიცი რომ ნერვიულობთ ჯერ არაფერი ვიცით ანალიზების პასუხები როცა მოვა ვნახოთ მერე რა მოხდება შეიძლება ასე ცუდადაც არ არის საქმე "
" ეს ასე არ უნდა მომხდარიყო ამდენ წლიანი ტანჯვა არ უნდა დაბრუნებულიყო კიდევ ისევ იგივე რომ მოხდეს ყველაფერი წესრიგში იყო წამლების დალევაც არ შეუწყვიტავს რატომ მოხდა ასე " უკვე ეიფორია დაეწყო.
" ეს ხომ კიბოა ასეთი რამ ხდება ხოლმე " ცოტა ხანში კაბინეტი დავტოვეთ და მოსაცდელში დავჯექით.
" არ მინდა აქ დაბრუნება " კანკალით ვუთხარი ტატოს
" ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ შენთან ვართ " დინმა ყველა წამოყარა და კაფეტერიაში ჩაიყვანა ტატო დარჩა ჩემთან.
" იმაზე მალე მოხდა ყველაფერი ვიდრე მეგონა, ძლივს ოდნავ წინ წავიწიე შევცვალე რაღაცეები ჩემს ცხოვრებაში ლიკასთან ვუარყავი მაგრამ ახალი მეგობრებიც მყავს და უცებ ეს გული საშინლად მტკივა " მის მკლავებში გახვეულმა დავიწყე ტირილი. " ვეუბნებოდი რომ ეს გარდაუვალი იყო ისევ გაგრძელდებოდა ის ტანჯვა მაგრამ არ მინდა ასე იყოს ახლა არა დავიღალე, ამდენი წლის შემდეგ დაწყებულ ნორმალურ ცხოვრება ისევ უნდა წამართვას ამ კიბომ რატოა ეს სამყარო ასეთი უსამართლო " ვერ ვჩერდებოდი ვტიროდი და ვტიროდი ტატო კიდევ მეხუტებოდა და თმებზე მეფერებოდა ვიცი უჭირდა ლაპარაკი ან რა უნდა ეთქვა?!

ის რასაც ვერ შეცვლიWhere stories live. Discover now