დილით ჩემს სახლში აურზაური იყო თავი ტკიოდა წყვილს და წამდაუწუმ წუწუნებდნენ აღარ შემეძლო უკვე თავი მეც ამტკივდა, ბოლოს ხმა უკვე აღარ მესმოდა ზედა სართულიდან, მეთქი ძლივს და რომ ჩავედი სახლში არ იყვნენ, სად წავიდნენ ნეტა, თუმცა არ მადარდებს მთავრია ჩემმა ტვინმა დაისვენა. სამზარეულოში შევედი და დღეს გამოძახებული პიცის ჭამა დავიწყე თან ჩემს ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი, ადამიანმა აქ რომ ჩაიხედოს ჩემზე ყველაფერს გაიგებს, ზედმეტად უაზროდ ვიყავი და გარეთ გასვლა მინდოდა არც ვიცოდი სად ან ვისთან ერთად, მარტოც არ მინდოდა. ჩემი ცხოვრება ახლა ზედმეტად ჩვეულებრივია ამიტომ არ ვიცი რა ვაკეთო, ცოტა ხანში დინის ზარი შემოვიდა.
" გისმენ ვირო, სად წახვედით! "
" რა იყო მეგონა გაგიხარდებოდა სახლს თუ მოვშორდებოდით "
" მერე არ უნდა თქვათ, ახლა რომ იკრიჭები სახლში ჩემთვის ზმუოდი?! "
" ოო კაი რა, კაფეში მოდი შენი ტატო აქ არის და იქნებ დაგაწყნაროს ნერვოზიანი ეს "
" ნერვოზიანი არა უფრო კიბოიანი " ვუთხარი და ჩავიცინე.
" თითქმის მორჩა ეგ ამიტომ არ გამოგივიდა"
" შენ რა იცი ნეტა რა "
" ვიცი "
" კაი მოვდივარ, მისამართი მომწერე " ვუთხარი და გავუთიშე.
აზრზე არ ვიყავი რა ჩამეცვა მარა ცხელოდა დღეს ან მე მცხელოდა ამიტომ მოკლე შავი შორტი თუმცა არა მოტკეცილი და შავი ტოპი ჩავიცვი მოსაცმელი კიდე თხელი მოკლე მკლავიანი რომელიც ასევე შავი იყო, ფეხზე კეტები და სახლიდან გავედი. ახლოს იყო ამიტომ ფეხით წავედი, ყურსასმენებში მუსიკა გავაჟღერე და გზას გავუდექი.
ნეტა ამ ხალხს რა სულ ბედნიერი სახე რანაირად აქვთ, არ იღლებიან მაინც. გავიფიქრე და გზა გავაგრძელე, ახლა მხოლოდ მუსიკას ვუსმენდი და ფიქრებში ვიყავი წასული სხვა არაფერი მადარდებდა. ამის გამო მანქანა კინაღამ დამეტაკა ძაან ახლოს იყო და მოარტყა კიდევაც ოდნავ წინა მხარე თუმცა მე თვითონაც გამიკვირდა შიში არ მიგრძვნია არ ვიცი რისი ბრალი იყო ეს გულიც კი არ ამჩქარებია ალბათ ზედმეტად შოკში ვიყავი. დავინახე მანქანაში ის იდიოტი, მისი ძმაკაცი ნიკა იჯდაათ უკან კი კიდევ ერთი ბიჭი , სახეზე არანაირი ემოცია არ მქონდა ისევ გავაგრძელე გზაზე გადასვლა, მუცელზე რომ დავიხედე გაწითლებული მქონდა არადა არ მტკენია ეგრე ალბათ ჩამილურჯდება ისედაც ნაზი კანი მაქ ოფ, თან რამხელათი მაქ მანქანაა თუ სატვირთო.
YOU ARE READING
ის რასაც ვერ შეცვლი
Romanceმე სიყვარულისთვის არ გავჩენილვარ, მე დავიბადე რომ შემიყვარდეს. მე არც ცხოვრებისთვის დავბადებულვარ, მე დავიბადე რათა მოვკვდე მე არც ბედნიერებისთვის არ გავჩენვილვარ, მე დავიბადე რომ ვიტანჯო