part 6

18 0 0
                                    

ალბათ ერთი საათი იქნებოდა ასე რომ ვიჯექით და ვლაპარაკობდით ძალიან ბევრს, ვიცინოდით და ძველ ამბებს ვიხსენებდით ნამდვილად საოცარი თერაპია იყო სულ დამავიწყდა რომ საავადმყოფოში ვიყავით, მაშინ დაირღვა ყველაფერი ტელეფონმა რომ დარეკა.
" შენი ტელეფონია " ამოიღო ჯიბიდან და მომაწოდა.
" ახლა არავისთან არ მინდა ლაპარაკი გთხოვ გათიშე"

' გისმენთ ' უპასუხა.
' ამმ... მარი ვარ მია მინდოდა ეს ხომ მისი ნომერია '
' კი, მაგრამ ახლა არ სცალია '
' კარგად არის?? და თქვენ ვინ ბრძანდებით '
' მისი მეგობარი როგორც ჩანს გადავცემ რომ დარეკეთ ' ეგრევე გაუთიშა.
" რა უხეში ხარ " სიცილით ვუთხარი.
" ბოდიში რომ ვერ ვეჭორავე ადამიანს რომელსაც არ ვიცნობ "
" გოგო დააბნიე რასაც ქვია შენი ხმით და შენ კიდევ არ მიაქციე ყურადღება "
" ეგ გოგო იმიტომ დაიბნა რომ არ ელოდა კაცის ხმის გაგებას "
" როგორც გინდა " მაინც მეცინებოდა.
" აქ რატომ არ არის ის გოგო შენი მეგობარი არაა? "
" ელეს დაქალია მე ცოტა ხანია რაც ვიცნობ უფრო ნაცნობია ვიდრე მეგობარი საყვარელი გოგოა მარა მაინც ეგრეა კიბო რომ მაქვს მაგის შესახებ საერთოდ არ იცის და არც მინდა რომ იცოდეს "
" ეგ შენი არჩევანია მაგრამ ოდესმე ხომ შეხვდები კიდევ და გაიგებს "
" სახლში ვიქნები ან საავადმყოფოში როგორც აქამდე სად უნდა მნახოს "
" გარეთ გასვლა შეგიძლია მია უბრალოდ ჯერ არა ძალიან სუსტად ხარ და წამლები უნდა დალიო მერე მომჯობინდები და შეგეძლება "
" რატო არ გესმის არ მინდა, მირჩევნია ეს ტანჯვა მარტო ჩემს ოთახში და სახლში რჩებოდეს ვიდრე გარეთაც იყოს და ყველაფერზე ეგ მახსენდებოდეს არ მინდა ხალხი მიყურებდეს და ვეცოდებოდე არ მინდა მარიმ ან დანარჩენებმა შემომხედონ და თქვან რა საწყალია თქვენც ამას ამბობთ თქვენც იგივე განცდა გიჩნდებათ ვიცი მაგრამ ერთი განსხვავებით თქვენ სულ ჩემთან იყავით მეხმარებოდით და მიყვარხართ იმ ადამიანებმა კი არ მინდა იცოდნენ ვისაც არ ვიცნობ და მხოლოდ იმის გამო დამეხმარონ რომ საწყალი ვარ კიბო რომ მაქვს"
" მია "
" აღარ მინდა ლაპარაკი დავიღალე დავბრუნდეთ პალატაში " კობა აღარ შემწინააღმდეგებია და პალატაში დამაბრუნა იმის შემდეგ დატოვა პალატა და მადლობა ღმერთს მარტო დავრჩი არავის ნახვა არ მინდოდა.

ის რასაც ვერ შეცვლიWhere stories live. Discover now