" ექიმთან როდის მიდიხარ? " ვჭამდით როცა უცებ მკითხა.
" დღეს საღამოსკენ "
" მინდა რომ გამოგყვე "
" არ გინდა რა "
" რატომ მია "
" იქაურობა ამდენ წლიანი ტანჯვაა ჩემთვის არ მინდა შენც იმის ნაწილი იყო მაგის მერე ბავშვები ხო ვიკრიბებით იქ გნახავ "
" კარგი " მოიღუშა.
" არ გეწყინოს რა " თავზე დავადექი და თმაზე დავუწყე ფერება "
" არ მწყინს უბრალოდ მინდოდა შენს გვერდით ვყოფილიყავი "
" იქნები ოღონდ იქ არა "
" გთხოვ არ დამიმალო ექიმი რასაც გეტყვი "
" არ დაგიმალავ, სხვათაშორის ბავშვებსაც დღეს უნდა ვუთხრა და საშინლად არ მინდა "
" მოგიწევს "
" ხო ვიცი თუმცა მათზე უფრო მარტივი იქნება ვფიქრობ ვიდრე შენზე იყო "
" არ მესმის რატომ გეშინოდა ამის გამო რატო უნდა მეჩხუბა შენთვის " ახლა ის დამადგა თავზე ყელთან მეფერებოდა.
" არ ვიცი მეგონა გაბრაზდებოდი აქამდე რომ არ გითხარი და გეწყინებოდა არ მინდოდა რომ დამშორებოდი მხოლოდ იმის გამო რომ კიბო მაქვს "
" ამას არ ვიზამ მია, აღარც კი გაიფიქრო მე შენ მიყვარხარ და არ მაინტერესებს რა გჭირს შენთან ერთად გადავლახავ ყველაფერს "
" მეც მიყვარხარ " ჩავეხუტეთ ერთმანეთს " ყველაზე კარგი ხარ " ვაკოცე ლოყაზე. " რაღაც რომ გკითხო შეიძლება"
" მკითხე "
" მაშინ შენი მშობლები რომ გავიცანი მანამდე მითხარი რომ ყველაზე დიდი იმედგაცრუება მამაშენისგან იყო მაგრამ არ ჩანდა ცუდი ადამიანი "
" ეგ დედაჩემის მეორე ქმარია არცაა მამაჩემი "
" მამაშენი მოკვდა ბოდიში ასე რომ გკითხე " თავი დავხარე მოკვდა რა მოკვდა დებილო.
" არა არ მომკვდარა დედაჩემს გაშორდა და წავიდა საერთოდ არაფერი არ უთქვამს ისე ახლა ახალი ოჯახი ყავს " თავი ამაწევინა და ისე მითხრა.
" ცუდია თუმცა დედა მაინც რომ გყავს კარგია თან უფროსი და უფროსი და ყველაზე მაგარი რამეა "
" ხოო "
" იცი ჩემი მშობლები ძალიან კარგები იყვნენ თავიდან საოცრად ექცეოდნენ ლიკას და საოცნებო მშობლები იყვნენ მისთვის თუმცა მე რომ დავიბადე თავიდან ყველაფერი რიგზე იყო თუმცა როცა გაიგეს რომ კიბო მქონდა შეეშინდათ შემიძულეს და წავიდნენ არ ვიცი ასეთი ადამიანები რატო არსებობენ ან ოდნავ მაინც არ გრძნობდნენ თავს ცუდად პატარა ბავშვი რომ მიმაგდეს და წავიდნენ ახლა მაინც არ აწუხებთ ნეტა შეიძლება ცოცხლები აღარც არიან " საჭმელს დავყურებდი და ისე ვყვებოდი.
" მია " შემოატრიალა სკამი და მის წინ დამსვა თვითონ ფეხზე მდგარი დამყურებდა. " მშობლები რომლებიც ბავშვს ტოვებენ ასეთ გასაჭირში ისინი კარგები არ არიან ნუ ლაპარაკობ მათზე თითქოს ეს შენი ბრალი იყოს, მათი ბრალია ყველაფერი და შენ არ უნდა იტანჯო ამის გამო " ცრემლიან თვალებზე მაკოცა
" არ ვიტანჯები მართლა არ მჭირდებიან ისინი შენ მყავხარ ლიკა მყავს დინი, ტატო, ელენე, ბავშვები და სულ ვფიქრობ ესაა რაც ყოველთვის მჭირდებოდა და წამითაც არ მიფიქრია რომ იქ სადმე ჩემი მშობლებიც უნდა ყოფილიყვნენ რადგან ისინი არ მჭირდებიან "
" ვამაყობ შენით და მიხარია რომ მყევხარ " კოცნა დამიწყო და მეც ავყევი, წელზე ჩამისრიალა ხელი და ფერება დამიწყო მერე ხელი კი ყელთან ჰქონდა ოდნავ მოდებული მაგრამ არ მიჭერდა, რაღაცის ხმა გავიგე მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.
" ბოდიშით თუ ხელს გიშლით მაგრამ ბავშვების გაკეთებას არ გვინდა შევესწროთ " ანას ხმა გავიგე და უცებ მოვშორდი ის და თორნიკე იყვნენ და იცინოდნენ.
" ხო ხედავ არ გვცალია რას შემოხვედით ბავშვებს აღარ მოგანათლინებთ "
" საქონელი ხარ რა " თავში წამოვარტყი ლევანს " გამოვიცვლი მე და მოვალ " ზემოთ ავირბინე უცებ ჩავიცვი და ჩავედი. ვაკოცე ორივეს და მოვეხვიე.
" წამო ყავა გავაკეთოთ რა ესენი ბანძები არიან " ანამ მომკიდა ხელი და სამზარეულოში წამათრია, ნუ მე მაგიდაზე შემოვჯექი ის კი აკეთებდა ყავას. " გუშინ ღამე რომ აქ დარჩი ვიცოდით და მეთქი არ იქნება წასული თქო და რაღაცეებს რომ ვყიდულობდით ეს გიყიდეთ ყავას ხო არ სვამ შენ " ცივი ჩაი მომაწოდა.
" აუუ ვგიჟდები თქვენზე რა მადლობა დიდი "
" აბა ჰე მითხარი " წარბები ამითამაშა და თვალი ჩამიკრა
" რა გითხრა " ვერ მივხვდი.
" დებილო გქონდათ " გამეცინა და თავი დავუქნიე და პირზე ავიფარე ხელი რადგან დაყვირებას აპირებდა " ღმერთო ჩემო " კივილის გარეშე მითხრა.
" აუუ გეფიცები ძაან სასაცილო ხარ რა ლამის აქვე დალიე სული "
" შენ როგორ არ დალიე გოგო როგორი იყო მითხარი რა " გავწითლდი და თავი დავხარე " ვაიმე ვგიჟდები შენზე როგორი საყვარელი ხარ " ლოყებზე მიჩქმიტა.
" კაი რა "
" კაი აღარ ვილაპარაკებ მაგაზე მოიცა მოიცა კიდევ ერთს გკითხავ " კიდევ კარგი კარი დაკეტილი გვქონდა.
" მიდი "
" ქალიშვილობა ლევანთან დაკარგე? " მიჩურჩულასავით
" ანაა " დავუყვირე და წვენი დავისხი
" მიდი მითხარი რა "
" კი " წვენს მოვკიდე ხელი და გავედი.
" აუუუ გული წამივა ახლა " ყვირილით თქვა და ხტუნაობა დაიწყო.
" თოკო შენი და გიჟია მგონი "
" ხო ეგრე ემართება ხოლმე არ მიაქციო ყურადღება გაშვილება არ გამომივიდა ამიტომ ვუძლებ "
" გაგაშვილებ ახლა მე შენ " ყავებით ხელში შემოვიდა ანა.

YOU ARE READING
ის რასაც ვერ შეცვლი
Romanceმე სიყვარულისთვის არ გავჩენილვარ, მე დავიბადე რომ შემიყვარდეს. მე არც ცხოვრებისთვის დავბადებულვარ, მე დავიბადე რათა მოვკვდე მე არც ბედნიერებისთვის არ გავჩენვილვარ, მე დავიბადე რომ ვიტანჯო