მე სიყვარულისთვის არ გავჩენილვარ, მე დავიბადე რომ შემიყვარდეს.
მე არც ცხოვრებისთვის დავბადებულვარ, მე დავიბადე რათა მოვკვდე
მე არც ბედნიერებისთვის არ გავჩენვილვარ, მე დავიბადე რომ ვიტანჯო
ცდილობდნენ არცერთს აღარ შეტყობოდა იმ დღის შემდეგ მიას უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი და გამოსდიოდათ კიდეც. თუმცა მაინც უცნაურად გრძნობდა მია თავს. მახსოვს ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყველას ვეცოდებოდი ახლაც კი მჯერა რომ ასე იყო. იმ დღის მერე 2 კვირა გავიდა, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიდიოდა, არც არაფერი წასულა უარესობისკენ. " ადექი! " ყვირის ლიკა. " რა გინდა? " ვუპასუხე და თვალები გავახილე. " უნდა წავიდეთ ბავშვები გველოდებიან " მითხრა და წამომაყენა. " სად უნდა წავიდეთ გაგიჟდი? არ მინდა მე შენ თუ გინდა წადი " უკვე საღამო ყოფილა მარა არ მაინტერესებდა წოლა მინდოდა და დავწექი ისევ. " არ მაინტერესებს შენც მოდიხარ, ნუ მაიძულებ წიხლით აგაგდო, ადგები ლამაზად ჩაიცმევ და წამოხვალ " მითხრა და დასაფარებელი წამართვა. " აუუუ შემეშვი რა " წუწუნი დავიწყე. " გაჩუმდი და ადექი ნახევარ საათში შემოგივლი და მანდ არ დაგინახო იცოდე მაგ ფორმით წაგიყვანთ " მითხრა და საღამურებზე მანიშნა შემდეგ კი დატოვა ოთახი. აზრი აღარ ქონდა მაინც წამათრევდა, თუ დასჭირდებოდა თავის ხელითაც კი ჩამაცმევდა ამიტომ წუწუნით ავდექი და სააბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად. ცოტა ხანში გამოვედი და მზადება დავიწყე, უკვე ჩაცმული ვიყავი და მაკიაჟს ვიკეთებდი, მაშინ შემოაღო კარი ზუსტად ლიკამ კმაყოფილმა გაიღიმა 10 წუთში მზად იყავიო და გავიდა. როგორ არ მინდოდა წასვლა მაგრამ უკვე მზად ვიყავი და უნდა ვთქვა რომ ულამაზესი ვიყავი
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ძალიან თხელი ნაჭერი იყო და მათ შორის გრილიც, მოსაცმელი ავიღე და ქვემოთ ჩავედი, ჩემი ამბავი რომ ვიცი ეს მოსაცმელი ბოლოს მანქანაში დარჩებოდა. გზაში მარტო ლიკა და დაჩი ლაპარაკობდნენ მე კი მხოლოდ მანქანაში დაბალ ხმაზე ჩართულ მუსიკას ვუსმენდი. არ მესმის რატო მივყავარ მე არ შემიშვებენ მაინც არასრულწლოვანი ვარ თუმცა ისე გამოვეწყვე სრულწლოვანი ნამდვილად ვგავდი. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდით დაჩიმ რაღაც მომაწოდა რომ დავხედე ყალბი პირადობა იყო და ჩამეცინა. შიგნით როცა შევედით ძალიან ბევრი ხალხი იყო სიგარეტის სუნი ისე იდგა მეგონა დავიხრჩობოდი რამდენიმე ლიკას მეგობარი შევამჩნიე ისინიც მათკენ წავიდნენ მე კი ბარისკენ ავიღე გეზი, უალკოჰოლო სასმელი შევუკვეთე და ჩემთვის ჩამოვჯექი, სასმელს მე ვერ დავლევდი, ვერც მოვწევდი, ცეკვა მე არ მიყვარს რა მინდოდა აქ მაინც ვერ ვხვდები, არ მინდოდა განწყობის გაფუჭება თუმცა ჩემგან ოდნავ მოშორებით სკამზე ორი ბიჭი იჯდა და ისე ამაზრზენად ლაპარაკობდნენ ხასიათი სულ წამიხდა. " რა საცოდაობაო ღმერთო " ვთქვი ისე რომ მათ ვუყურებდი და თვალებიც გადავატრიალე, ბარმენს გავხედე მანაც გაიგო ჩემი ნათქვამი და იცინოდა " რა არ არის? " " შეიძლება არ ვიცი " რომ ვკითხე დაიბნა. " იმენა გულის ამრევები არიან, ვეღარც ვბრაზდები ისე მეცინება ამათ საცოდაობაზე" ვუთხარი და იმათკენ ვანიშნე თუმცა აღმოჩნდა რომ მიყურებდნენ და ეს სიტყვებიც მშვენივრად გაიგეს. " როგორ? " ერთერთი მომიახლოვდა ცადა მისმა ძმაკაცმა შეეჩერებინა მარა მაინც მოვიდა და წინ დამიდგა. " რომ ვერ გაეგო აქ არც იდგებოდი" მშვიდად ვუთხარი და ჩემი კოქტეილი მოვსვი. " ნუ მაბრაზებ თუ რამე პრობლემა გაქ წადი და ნუღარ მოდიხარ ესეთ ადგილებში " მითხრა და ამ სიბნელეშიც გავარჩიე როგორი გაბრაზებული იყო. " მგონი პრობლემა შენ უფრო გაქ სიბრაზისგან უკვე გაწითლდი " ისევ მშვიდად ვუთხარი და ბარისკენ მივტრიალდი, ბარმენს დავუწყე ლაპარაკი. " ნუ მეთამაშები " მკლავზე მომიჭირა ხელი, მთელი ძალით გამომწია და ფეხზე დამაყენა. " რა გინდა? ეს ქცევაც კი ამტკიცებს შენს პრობლემურობას რა იყო სკოლაში ხო არ ხარ ჩემი სიტყვები გეწყინა? " ვუთხარი და თვალებში შევხედე. " ნუ მაიძულებ რომ რამე გაწყენინო მერე გაიქცევი სახლში და დედიკოს კალთაში იტირებ შემდეგ მამიკოს მოუყვები ალბათ და მერ... " აღარ დავამთავრებინე ისე მოვშორდი და საპირფარეშოში წავედი. ღრმად ვსუნთქავდი, ოჯახის თემა ჩემი სუსტი წერტილი იყო ყოველთვის მათ ხო მიმატოვეს, დამიკიდეს კიბოიანი ბავშვი და წავიდნენ. თავი ძლივს დავიმშვიდე არ მინდოდა მაკიაჟი ჩამომსვლოდა და გავედი ოთახიდან. ბავშვებთან მივედი და დაჩის მივუჯექი რადგანაც მარტო ეგ ადგილი იყო თავისუფალი თუმცა ალბათ ვერ შემამჩნიეს ლაპარაკში იყვნენ გართულები. ტატომ მანიშნა და მასთან მივედი როგორც იცოდა ხოლმე კალთაში ჩამისვა და მიმიხუტა. " რა გჭირს? " მითხრა და თავზე ჩამომისვა ხელი. " ისეთი არაფერი რაღაც გამახსენდა უბრალოდ და.. " " ნუ მატყუებ " " საიდან მოიტანე რომ გატყუებ " თავი ავწიე და ისე ვუთხარი. " ასე უბრალოდ მოგონებებზე არ ტირიხარ, ვინმემ რამე გითხრა? " " არა, არავის არაფერი არ უთქვამს, შემეშვი რა " ავდექი და ისევ ბარისკენ წავედი, როგორ მინდოდა ალკოჰოლი ახლა თუმცა კიდევ ერთხელ ამას ვერ გავუკეთებდი ჩემს დას განადგურდებოდა. " ჰეი, ძლივს არ გნახე " მიყვირა ელენემ და ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა. " შენ უკვე დათვერი? " ვუთხარი და მოვცილდი. " ჯერ მხოლოდ რამდენიმე ჭიქა მაქვს დალეული, წამო რა ვიაიპში ავიდეთ " " იქ რა გვინდა ჩვენები აქ არიან ან რანაირად შევალთ " " ჩემი კლასელია ზემოთ და დამპატიჟა მეთქი დაქალს ამოვიყვანთქო და უპრობლემოდ შევალთ თან რა გინდა იმათთან შეხედე მოსაწყენი არიან " მანიშნა და გაიცინა მერე ხელი დამავლო და ზემოთ გამაქანა. იქ უფრო მეტი სინათლე იყო რამაც თვალები მომჭრა რამდენიმე წამი. " გაიცანი ჩემი ბავშვობის დაქალი მია " უთხრა ერთ ქერათმიან გოგოს და მანაც გამიღიმა. " სასიამოვნოა მარი " მითხრა და ხელი ჩამომართვა. " ჩემთვისაც " " წამო რამე ვითამაშოთ და თან დავლიოთ " გვითხრა და მაგიდისკენ გვანიშნა სადაც როგორც ჩანს მისი მეგობრები ისხდნენ რამდენიმეს მიესალმა ელენე და ჩამოვჯექით. ახლა შევამჩნიე ის იდიოტი და მაგისი ძმაკაციც აქ იყო. " შენც ჩვენხელა ხარ და ჩვენს სკოლაში როგორ არ სწავლობ მაინც დაქალი რომ გყავს იქ " მითხრა მარიმ, ელენეს შევხედე მანაც უცნაურად გამომხედა. " ხო ისე მოხდა რომ სხვა სკოლაში ვსწავლობ, გადმოსვლა მინდოდა მარა იმათ შევეჩვიე უკვე " ვუთხარი და გავუღიმე. " მესმის შენი " მითხრა ერთმა გოგომ რომელსაც გვანცა ჰქვია როგორც გავიგე. " კაი ვითამაშოთ რამე " " აუ რამე დებილობა ვითამაშოთ რა " თქვა უცებ ელენემ. " შენ სულ უკუღმართი როგორ ხარ?" ვუთხარი და ხელით დავეყრდენი მხარზე. " აუ დამანებე თავი რა, დებილობა უფრო გასართობი იქნება " ამაზე ყველას გაეცინა, ჩემს გარდა არ მიყვარდა ხოლმე სიცილი და ალბათ გულით დიდი ხანია არ გამიცინა ასეთი რამ ჩემთან იშვიათია მაქსიმუმ ირონიულად გავიცინო. " სიმართლე ან დალევა ვითამაშოთ " " მე ვერ დავლევ " " კაი რა დალიე არაფერი მოგივა " მითხრა გვანცამ. " აუ არა არ მინდა " " როგორც ჩანს მოგიწევს რომ სიმართლე თქვა სულ " მითხრა იმ ვირმა, თვალები ავატრიალე. ვაღიაროთ დებილობა იყო მართლა საერთოდ არ იყო სასაცილო და ვერც ვერთობოდი ამიტომ თავისუფლად გამოვეთიშე თამაშს თუმცა მათი ყურება მაინც დავიწყე. " კარგი, გვითხარი ერთი საიდუმლო რომელსაც უკვე წლებია ინახავ " კითხვა დაუსვეს ელენეს მან კი მე გამომხედა. " ოოო, როგორც ჩანს ეს საიდუმლო მიაზეა " თქვა უკვე შემთვრალმა მარიმ. " ნუ თითქმის, ერთხელ ვართ 10 წლისები რა ხოდა მაგ დროს ვიყავით სახლში მარტონი ორი წუთი ჩავიდა ამისი და მაღაზიაში და ჩვენც დებილებმა ავდექით ამისი დის ოთახში შევედით და სიგარეტი მოვიპარეთ, მერე კიდე მოვწიეთ, დღემდე არავინ იცის ეს ისტორია ჩვენს გარდა " თქვა და სიცილი დაიწყო. " მოიცა მოიცა რა მოხდა მერე შენი და რომ ამოვიდა ვერაფერს მიხვდა? "მკითხა იმ ვირის ძმაკაცმა. " ვერა, რომ მივხვდით რომ სიგარეტის სუნი აგვდიოდა გამოვიცვალეთ და კევი ავიღეთ, ვერაფერი ვერ გაიგო და დღემდე სჯერა რომ სიგარეტი არ გვაქ გასინჯული " ვუპასუხე და ჩავიცინე. " ანუ მთლიანი ღერი მოწიეთ? რანაირად პირველივე გასინჯვაზე? " ჩაგვეძია ის ბიჭი. " ეგ აღარ ვიცი უკვე, არც ის ვიცი საიდან დაგვარტყა მაგ იდიამ და რატო გავაკეთეთ რომ გაეგო ჩემს დას მართლა გვცემდა ორივეს. " აუ მაგრები ხართ ცვეთში რა " თქვა და გაიცინა. " მართალია ნიკა " თქვა სიცილით ერთმა გოგომ აჰა ესეიგი იმ ვირის ძმაკაცს ნიკა ჰქვია. " კაი დავიღალე აღარ გვინდა ეს თამაში ქვემოთ ჩავიდეთ და ვიცეკვოთ " ყავისფერთმიანმა გოგომ თქვა და მართლაც რომ ჩავედით, იმენა ძლივს რა. ცეკვა დაიწყეს მეც ელესთან და მარისთან ერთად ვცეკვავდი არ მიყვარს ცეკვა მარა მარიმ დამაძალა იუბილარი ვარ და ნება იბოძე და იცეკვიეო. შემდეგ უკვე ტატო მოვიდა ჩემთან და გამოგლიჯა ჩემი თავი გოგოებს. " მაპატიე წეღანდელის გამო " მითხრა და შუბლზე მაკოცა. " კაი არაფერია დაიკიდე გაღიზიანებული ვიყავი უბრალოდ" ვუთხარი და ცეკვა გავაგრძელეთ, მერე უკვე წყნარი მუსიკა ჩაირთო, მანაც წელზე მომხვია ხელი, მე თავი დავადე და ნელა დავიწყეთ რხევა. " ხანდახან მგონია რომ ჩემი შეყვა ხარ " ვუთხარი და გამეცინა. " მეც ეგრე მგონია ხოლმე, თუმცა შეყვა რომ გეყოლება გაფრთხილებ ჩემს ადგილს ვერ დაიკავებს " " არ მეყოლება ისეთი ცხოვრება მაქ მე ასე რომც მოხდეს შენ მაინც ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნები ჩემთვის " " ნუ ამბობ ეგრე გეყოლება აუცილებლად " ხმა აღარ ამოგვიღია თავი მხარზე ჩამოვადე და ცეკვა გავაგრძელეთ. გარემოს ვათვალიერებდი, ვუყურებდი როგორ ცეკვავდნენ ჩვენები დაჩიც და ლიკა დავინახე შემდეგ ჩემს ხედვის არეალში ერთი ადამიანი მოხვდა ის ვირი რომელმაც თავისდაუნებურად მაწყენინა, უცნაურად მიყურებდა, პირდაპირ თვალებში და თითქოს გაბრაზებული?! არ ვიცი შეიძლება... ახლა უკვე კითხვის ნიშანი გაჩნდა ჩემს თავში ეს ადამიანი სრულიად ამოუცნობი რამაა ალბათ თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მაინც ვერასდროს ვეღარ ვნახავ თუ ვნახავ ერთმანეთთან ალბათ არც მოგვიწევს კონტაქტი თუ რამეა ამას პირადად მე არ დავუშვებ.
ამ ფიქრებში გავაგრძელე ცეკვა ხოლო მას თვალი ავარიდე.