5.

2.4K 222 39
                                    

ჯანგკუკ (POV)

'ამის დედაც, შენი დედაც ჯეონ ჯანგუკ, შენი დედაც.'

ვფიქრობ და ჩვარს გაბრაზებული ვესვრი მინას.

არ მჯერა, რომ მის მახეში ისევ იდიოტივით გავები. მოთამაშე კიმ თეჰიონი. რა ჰგონია ვისთან დაიჭირა საქმე, ეს უკვე ღირსების საკითხია. არ ვაპირებ ჩემზე გამარჯვების უფლება მივცე. დავანახებ ვინ შემიძლია ვიყო, როცა ძალიან, ძალიან ვბრაზობ.
გონებაში გეგმას ვაწყობ და საკუთარი თავით კმაყოფილი, ჩვარს ისევ ხელში ვიჭერ და ღიღინით ვაგრძელებ მინის წმენდას.

______

მესამე პირი (POV)

"ბატონო ლი..."

ნახევრად ყვირილით მიზდევს ჯიმინი ჰოლში მიმავალ ცეკვის მასწავლებელს.

თემინი ხმის გაგონებაზე უკან იხედება, და ჯიმინის დანახვაზე მას თბილად უღიმის.

"რა მოხდა ჯიმინ?"

"ბატონო ლი, მინდა რაღაც გთხოვოთ, თუ რა თქმა, უნდა შესაძლებელია ასეთი, რამ საერთოდ მოხდეს."

"გისმენ ჯიმინ, და რამდენჯერ გთხოვე ასე ოფიციალურად ნუ მომმართავ, მართალია შენი მასწავლებელი ვარ, მაგრამ არც ისე უფროსი ვარ შენზე, როცა "ბატონი ლით" მომმმართავ, თავი სამოცი წლის ბიოლოგიის მასწავლებელი მგონია."

თემინის ნათქვამზე ორივეს ეღიმება.

"კარგი ბატ... თ-თემინ..."

"ყოჩაღ..."

თემინის შექებაზე, ჯიმინს ლოყები ოდნავ ვარდისფრად ეფარკლება. და თავს ძირს ხრის, სიმორცხვის დასაფარად.

"კარგი მითხარი რისი თხოვნა გინდა..."

"ხომ იცით, რომ ცეკვა ძალიან მიყვარს, ვფიქრობ მომავალში ამ კუთხით წავიდე, მგონია რომ კარგ მოცეკვაეობამდე ჯერ ბევრი მაკლია, ამიტომ მინდოდა მეთხოვა თუ დრო გექნებათ შეიძლება პერსონალური გაკვეთილები ჩამიტაროთ?"

"ჯიმინ პირველ რიგში შენ ძალიან კარგად ცეკვავ, და მიხარია თუ შენი მომავალის ცეკვასთან დაკავშირება გადაწყვიტე, რაც შეეხება პერსონალურ გაკვეთილებს..."

homophobia kills! Where stories live. Discover now