7.

2.4K 216 105
                                    



ჯანგუკ (POV)

მისი კოცნა ალბათ ის არის რაც ამ წუთას ყველაზე მეტად მინდა, მაგრამ არა კიდევ ერთხელ არ ავყვები ამ ცდუნებას, მე გეი არ ვარ. 'მე გეი არ ვარ'
კიდევ ერთხელ ვუმეორებ ჩემს თავს და თეჰიონს უხეშად ვიცილებ.

"არა!"

მისი თვალები ამ წამს ისე მიყურებს თითქოს ბოლო იმედი გადაეწურა.

"მე ვიფიქრე..."

"არ ვიცი თეჰიონ რა იფიქრე, ან საერთოდ რას ფიქრობ მაგრამ მე გეი არ ვარ. ის რაც აქამდე მოხდა შეცდომა იყო და ამას კიდევ ერთხელ არ დავუშვებ."

მინდა თავი ვიმართლო ამ უარყოფის გამო, მაგრამ მშვენივრად მესმის რომ ჩემი სიტყვები არაფერს ნიშნავს.

ის გვერდულად იღიმის და მისი მზერა საგრძნობლად იცვლება.

"ვფიქრობდი კიდევ ერთხელ დავიჭერდი წამს..."

ამბობს და უფრო მკაფიო ხდება ღიმილი მის ტუჩის  კუთხესთან.

ამჯერად მე დავდუმდი.

'შეუძლებელია ასე თამაშობდე, თამაშობდე ცდუნებისთვის მხოლოდ და მხოლოდ, თუ შესაძლებელია.'

ჩემს თავში ვეძებ კითხვებზე პასუხს.

"გეი არ ხარ... მმმ... ვფიქრობ ამის გამოსწორება შემიძლია, თუმცა ახლა დრო არ მაქვს სხვა დროს იყოს."

მხიარულად მახლის ამ სიტყვებს ტრიალდება და მიდის.

'რატომ გამიჩნდა  სურვილი უკან ავედევნო?'

წესით უნდა ვბრაზობდე. გეი არ ვარ და ამას რამე სჭირს გამოსასწორებელი?

მაგრამ არ ვბრაზობ, მინდა უკან მოვაბრუნო მთელი ძალით ავაკრა მოაჯირს და მის ტუჩების გემო შევიგრძნო, დავანახო რამდენად ძლიერი შემიძლია ვიყო, ის რომ ჩემთან თამაში არ გაუვა. მაგრამ ამით ჩემს სიძლიერეს კი არა ჩემს სისუსტეს დავამტკიცებ, სისუსტეს მისი სურვილით გამოწვეულს და კიდევ ერთხელ არა და არა, მე სუსტი არ ვარ. ეს მხოლოდ იმის ბრალია რომ დიდი ხანია სექსი არ მქონია, ვინმე უნდა ვიპოვნო, თეჰიონს კი ჯანდაბამდე გზა ჰქონია.

homophobia kills! Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang