21.

2.4K 220 43
                                    

თეჰიონ (POV)

ყველაფერი სიზმარს გავს, იღვიძებ და გვერდით გხვდება საყვარელი ადამიანი, მშვიდად სძინავს, წუთიერად თავს ფიქრებში დაკარგვის უფლებას აძლევ. უყურებ მის სახეს, ეხები მის კანს, ოდნავ გეღიმება, გახსენდება რა მოხდა საათების წინ და სიწითლე დაჰკრავს შენს სახეს, სხეულში სიმხურვალეს გრძნობ.
არაფერი შეედრება ამ გრძნობას. ცოტა ხნით, უფრო სწორად არც კი ვიცი რამდენი ხნით მივშტერებივარ მის სახეს. მაგრამ როცა ფიქრებიდან ვერკვევი, ფეხზე ვდგები და სააბაზანოში გავდივარ.

მთელი შხაპის რიტუალის შემდეგ, მას ისევ სძინავს, ისევ ისე უშფოთველად, თვალს კიდევ ერთხელ ვავლებ მის მძინარე და სხეულს, ოთახს ვტოვებ.

არ მინდა ვიფიქრო მომავალზე მაგრამ მაინც მივლებს თავში ფიქრი, რა მოხდება როცა ჩვენი არდადეგები დასრულდება, ის ისევ თავის ცხოვრებას განაგრძნობს, მე ჩემს გეგმებს მივყვები და ალბათ დიდხანს გამყვება ფიქრი, ადამიანზე, ჩემს პირველ სიყვარულზე ჯეონ ჯანგუკზე. იდიოტზე, რომელსაც თავისი ორიენტაციაც კი ვერ გაურკვევია.

აივანზე ვზივარ, მშვიდად შევექცევი ყავას, უკვე შუადღეა, მას ისევ სძინავს.

უკვე აღარ ვფიქრობ, წამიერი სისუსტე ნახევარი საათის წინ დავძლიე და გადავწყვიტე ბოლომდე დავტკბე იმით რაც ახლა მაქვს, როცა შესაძლებლობა გაქვს უნდა გამოიყენო.

უცნაურია, გამოიყენებ შანს, დარწმუნებული ხარ იმაში რომ თქვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს მაგრამ ამ ნაბიჯს მაინც დგამ, ახალგაზრდობის სიგიჟეს მიჰყვები, არ გამოიყენებ და მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრი მოგკლავს რატომ?
ისტორიის დასასრული მაინც ტანჯვაა. ნეტავ საერთოდ არ გამეცნო ის, ახლა ვიჯდებოდი ჩემთვის მშვიდად, დავტკბებოდი ჩემს წინ გადაშლილი სამოთხით და ვიოცნებებდი ჩემს მომავალ მეწყვილეზე, რომლის გამოჩენაც ალბათ დიდი ბედნიერება იქნებოდა, ამის ნაცვლად კი ვზივარ, ვტკბები ჩემს წინ გადაშლილი სამოთხით და ვოცნებობ არასდროს დასრულდეს ეს დღე.
რა მოხდება როცა გაიღვიძებს? ისევ მიტივტივდება ფიქრი.
უეცრად მახსენდება ჩემი სიტყვები.

homophobia kills! Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang