მესამე პირი (POV)
'ჩემი გზა უკვე ვიპოვე და ეს შენ ხარ თეჰიონ...'
სიტყვები ტალღურ ეფექტს იწვევს თეჰიონში.
სიტყვები რომლის გაგონებაც დიდი ხანია უნდა, მაგრამ ახლა თითქოს მის გულს მძიმედ ეხეთქება. მაშინ როცა გადაწყვიტა, საბოლოოდ შეეშვას ჯანგუკზე ფიქრს და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოს, მოულოდნელად ყველაფერი იცვლება.ბიჭი იმაზე იწყებს ფიქრს, რამდენად გულწრფელია ჯანგუკი და თუ გულწრფელობა არ დევს მის სიტყვებში, რა უნდა იყოს ბიჭის ასე მოქცევის მიზეზი.
ყველა აზრი გაფანტული აქვს, არ იცის რა თქვას, ან საერთოდ რა რეაქცია ჰქონდეს, მისი აზრით უკვე უკან მოტოვებულ ამბავზე.
"ხელი გამიშვი ჯანგუკ..."
იცილებს ჯანგუკის ხელს თეჰიონი, ხელს, რომელიც ვერც კი შეამჩნია როდის აღმოჩნდა მის მხარზე. უყურებს მის წინ მდგარ ბიჭს, ემოციები კი რთულად იკითხება თეჰიონის სახეზე.
"ამდენი ხნის შემდეგ, როგორ შეგიძლია უბრალოდ მოხვიდე და ეს მითხრა, მე ყველაფერი დავამთავრე."
თავისი ცივი ხმის თვითონვე უკვირს ბიჭს.
ჯანგუკი თავდახრილი ელოდება, როდის მორჩება თეჰიონი გულში დაგროვილი ბოღმის ამოფრქვევას, რომ შესაძლებლობა მიეცეს გულწრფელად მოინანიოს ის რაც ჩაიდინა.
ჯანგუკის მდუმარება უფრო მეტ გაღიზიანებას აღვივებს ბიჭში.
მთელი ძალით ურტყამს ხელს მკერდზე ჯანგუკს.
ისიც ყოველ ახალ დარტყმაზე ერთი ნაბიჯით უკან იხევს."მიპასუხე ჯეონ ჯანგუკ, როგორ შეგიძლია ასე მომექცე, როგორ შეგიძლია ერთ წუთს ნამდვილი ნაბიჭვარი იყო და მეორე წუთს შენს გრძნობებზე მესაუბრებოდე, მითხრა რომ შენი გზა მე ვარ, ეს ასე არ არის. ამაში დავრწმუნდი, მე ვცდებოდი, გილოცავ ჯანგუკ... მე შევცდი..."
თავს ვეღარ აკონტროლებს თეჰიონი და აკანკალებული ხმით ხმამაღლა ელაპარაკება უკვე კედელთან მიმწყვდეულ ჯანგუკს.
ხმა იმიტომ არ უკანკალებს რომ ტირის, უბრალოდ ძალა აქვს გამოცლილი, მთელი ენერგია წაართვა მის წინ მდგომმა და ახლა გაცოფებისგან მთელი სხეული უთრთის.
KAMU SEDANG MEMBACA
homophobia kills!
Fiksi Penggemar©მარიამი 22/03/19-10/07/19 (completed) 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜