მესამე პირი (POV)
ჯანგუკის გაშეშებული ხელი, უძლურად ეშვება ქვევითა მიმართულებით, ერთ ნაბიჯს უკან დგამს და მის სხეულს აცილებს თეჰიონს, ერთადერთ დაასაყრდენს ბიჭისთვის.
ისიც უმწეოდ ვარდება ძირს და ტირილს განაგრძობს, უფრო ხმამაღლა, უფრო დაუფარავად.
თეჰიონი მისი გაცნობის პირველივე დღიდან არ იყო გულგრილი ჯანგუკის მიმართ, ეს ყველაფერი, რომელიც თამაშს წააგავდა, ვნებაში გადაიზარდა და თანდათან მიხვდა, რომ რასაც მის მიმართ განიცდიდა მხოლოდ სიყვარული იყო და არაფერი სხვა.
ვნება მხოლოდ მეორე ხარისხოვანი მოვლენა იყო მისთვის, რითაც ბიჭის ყურადღებას იქცევდა."არაფერი თქვა..."
ტირილნარევ ხმას აყოლებს თეჰიონი სიტყვებს.
თუმცა ჯანგუკი არც არაფრის თქმას არ აპირებს, სიტყვას ვერ ძრავს.
გულის სიღრმეში იცოდა, ყოველთვის იცოდა თეჰიონის გრძნობების შესახებ, მაგრამ ისევე უარყოფდა როგორც თავის შინაგანს. ახლა კი აქ დგას პირ გამომშრალი, მთელი სხეულით გაჟრუებული და მხოლოდ ის დარჩენია უძრავად უყუროს მის წინ იატაკზე დავარდნილი ბიჭის მტანჯველ ცრემლებს.ვინ იცის რამდენი ხანი გავიდა იმ სიტყვების შემდეგ, ან შეიძლება არც გასულა დიდი დრო. თუმცა ორივეს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ დრო შენელდა ან საერთოდაც გაჩერდა.
თეჰიონი ფეხზე დგება, მხოლოდ ერთხელ ავლებს თვალს ჯანგუკის გაქვავებულ სხეულს, თავდახრილს.
მერე ბიჭთან ახლოს მიდის, ნაზად ჰკიდებს ხელს ლოყაზე, ცერა თითს უტარებს კანზე.
მან იცოდა რაც მოხდებოდა, მან იცოდა, რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა.
"გუკი დამშვიდდი მე არაფერს ვითხოვ..."
ამბობს ათრთოლებულო ხმით.
ჯანგუკი ახლაღა იხედება ზევით და თეჰიონის წყლიან თვალებს უყურებს.
სევდიანად იღიმის თეჰიონი.
ჯანგუკი ისევ ვერ იღებს ხმას, დამუნჯდა.
![](https://img.wattpad.com/cover/182128406-288-k446210.jpg)
YOU ARE READING
homophobia kills!
Fanfiction©მარიამი 22/03/19-10/07/19 (completed) 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜