extra chap~~~

2.9K 220 143
                                        

მესამე პირი (POV)

3 წლის შემდეგ~~~

"ჰეეეი... მეგობარო როგორ ხარ?"

-ჰეეეი თეჰი... მოიცა ჰეეეი? ახლა რაღა მოხდა?

ისმის ტელეფინში ჯიმინის ხმა.

"ჰაჰაჰ არაფერი, ისე დაგირეკე, მაინტერესებდა როგორ ხარ. იუნგი როგორ არის, კიდევ ჩხუბობთ?"

-კარგად ვართ, მე და იუნგი არასდროს ვჩხუბობთ თეჰიონ.

"ხოოო... დამავიწყდა..."

-თეჰიონ რა მოხდა?

ამჯერად ცოტა მზრუნველი ხმა ისმის ტელეფონზე.

თეჰიონი საწოლზე ზურგით ვარდება და ღრმა ამოსუნთქვას აკეთებს.
ჭერს უაზროდ მისჩერებია.

"არაფერი არ მოხდა..."

-მეგობარო მისმინე, თუ არ აპირებდი იმის თქმას რისთვისაც დამირეკე, აბა რა ჯანდაბად მირეკავ ღამის თორმეტ საათზე?

უკვე გაღიზიანებული ჯიმინი გაბრაზებით ამბობს, კბილებს შორის ცრის სიტყვებს. ცდილობს ხმადაბლა ილაპარაკოს, არ სურს მის გვერდით მძინარე იუნგი გააღვიძოს.

"მე და ჯანგუკი დავშორდით..."

-მოიცა დავფიქრდე... მმმ... მეასედ? არა, არა, ფუ ამის სათვალავი ამერია.

"მოკეტე იდიოტო, ამიტომ არ მინდოდა თქმა, ვიცოდი რომ მაგას მეტყოდი."

-რატომ გიკვირს თეჰიონ, პირველად რომ მითხარი შენი და ჯანგუკის დაშორების შესახებ სრული შოკი მქონდა, მეორედ, მესამედ... და მას მერე უკვე აღარც ვიცი მერამდენედ მეუბნები. თითქმის ყველა შენი ზარი ჯანგუკთან კიდევ ერთხელ დაშორებით იწყება.

"ასე არ არის და ნუ აზვიადებ. ამჯერად მართლა დავამთავრე მასთან..."

ცრემლებს ვერ იკავებს ბიჭი, მაგრამ ცდილობს ხმაზე არ შეიმჩნიოს.

-ახლა ტირილს აპირებ...

"სულაც არ ვაპირებ..."

უკვე ნახევრად გატეხილი ხმით ამბობს თეჰიონი.

-face callით დაგირეკავ და მომიყრვი რა მოხდა, ამჯერად.

homophobia kills! Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon