ჯანგუკ (POV)
მეღვიძება, ჯერ კიდევ არ გათენებულა კარგად, ცას ოდნავ აქვს ფერი შეცვლილი. ღამის განათება ჯერ კიდევ ანთია და მისი შუქი ოდნავ აღწევს ფანჯრებში.
ისევ იმ პოზაში ვწევარ, როგორც ჩამეძინა, არც კი ვიცი მეძინა კი საერთოდ.
ჩემს წინ თეჰიონის სხეულს დავყურებ და ოდნავ ვიღიმი.
მაბედნიერებს იმაზე ფიქრი, რომ კიდევ შემიძლია მისი სხეულის სითბო ვიგრძნო.
ფრთხილად ვეხები მკლავზე რომელსაც, გრძელ მკლავიანი პიჟამა ფარავს, ნაზად ვუსვამ ხელს. ოდნავ ცბება, მაგრამ ისევ აგრძელებს ძილს.
მერე მის აბრეშუმივით თმას ვეხები, სახე ახლოს მიმაქვს და მის სურნელს ვისუნთქავ.
მარწყვის და ვანილის სასიამოვნო სუნი ასდის, გითხრათ სიმართლე, ზუსტად არ ვიცი რისი სუნი აქვს, მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ ძალიან ტკბილია და მისი შეგრძნებისას მთელს სხეულში სასიამოვნოდ მცრის.
კიდევ ერთხელ ირხევა კრუსუნით და გულაღმა ტრიალდება. ახლა უკვე კარგად ვხედავ მის სახეს. დღის შუქი თანდათან ძლიერდება.
სახეზე ვეფერები, მინდა ვაკოცო, მის გაბუშტულ ტუჩებს შევეხო, ძილის დროს უფრო დიდი ჩანს ვიდრე საერთოდ არის.
ოდნავ ვიხრები და ნაზად ვახებ ჩემს ტუჩებს. მეშინია არ გაეღვიძოს, მეშინია არ გამაგდოს, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ ჩემს წინ გაშოლტილი დიდი ცდუნების წინაშე.
ისევ კრუსუნებს, ტუჩებს ილოკავს.'სექსუალურია.'
ვფიქრობ, და არც ჩემი სხეული რჩება მის მოქმედებაზე ურეაქციოდ. ვგრძნობ როგორ იღვიძებს ჩემში ყველა გრძნობა ერთდროულად, ვნება, სიყვარული.
'სიყვარული?'
რაებს ვროშავ.
წამით ვცილდები, ისევ შორიდან ვუყურებ.
'ჯანდაბა.'
ისევ ვფიქრობ და ამჯერად უფრო თამამად ვეწაფები მის მშვენიერ ბაგეებს.
ტუჩებს ვამოძრავებ და მის ტკბილ გემოს ვგრძნობ.
მონატრებულ გემოს და მახსენდება პირველი შეხება ამ ცოდვილ ტუჩებთან. შეხება რომელმაც თავ-გზა ამიბნია.

KAMU SEDANG MEMBACA
homophobia kills!
Fiksi Penggemar©მარიამი 22/03/19-10/07/19 (completed) 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜