12.

2.4K 224 84
                                    

თეჰიონ (POV)

ჩემი თავით არ ვამაყობ, ნამდვილად არ ვამაყობ იმით რაც ჩავიდინე, არ აქვს მნიშვნელობა თეიონგის მიმართ გრძნობა მაქვს თუ არა, ეს არ უნდა გამეკეთებინა მისთვის.

ჯიმინის გალანძღვის შემდეგ თავი უფრო დამნაშავედ ვიგრძენი.

იმ ღამით თეიონგმა ჯიმინის სახლამდე მიმაცილა, ჯიმინი სახლში არ იყო, მაგრამ მისმა მშობლებმა მითხრეს, რომ მალე დაბრუნდებოდა ამიტომ მეც ველოდებოდი.

სახლში სახე ალეწილი ჯიმინი დაბრუნდა, პირდაპირ თავის ოთახში გაიქცა ისე, რომ ჩემი იქ ყოფნა არც შეუმჩნევია.

მისი მშობლები დავამშვიდე, ვუთხარი მე გავარკვევდი რა სჭირდა მას და მისი ოთახისკენ ავიღე გეზი.

ოთახში შესულს კი ასეთი სურათი დამხვდა, ჯიმინი გულ-ამოსკვნილი ტიროდა ბალიშში თავ ჩარგული, ცდილობდა თავისი ხმა დაეფარა.

"ჩიმ რა დაგემართა?"

"ისევ იუნგი..."

თავი ასწია და მიპასუხა, ახლოს მივედი და მოვეხვიე, ორი მეგობრის ორი დრამა, ჯანდაბა, ხომ შეიძლება ის მაინც იყოს ბედნიერი.

"იცი რომ ძალიან მომენატრე?"

"მეც მომენატრე თათა..."

სლუკუნით მიპასუხა და უფრო მაგრად მომეხვია.

"იუნგისთან ვიწექი..."

მომახალა ყოველგვარი შესავალის გარეშე, ამას არ მოველოდი. მეგონა ისევ უხეშ შეტყობინებებზე დამიწყებდა ლაპარაკს.
არ მინდოდა გაკვირვებული სახე მიმეღო, მაგრამ როგორ გინდა არ გაგიკვირდეს როცა, მეგობარი გიყვება ისეთ ამბავს, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდი. იჟიმავა ტიპთან ვინც ზე ჰეტეროა, და ახალ ამის გამო შენს მხარზე ქვითინებს.
რაღაცით ალბათ ჰგავდა კიდევაც ჩემს ისტორიას, მაგრამ ჯანგუკისგან განსხვავებით იუნგისთვის არასდროს შემიმჩნევია ინტერესი, ჯიმინის მიმართ, ჯანგუკი კი დარწმუნებული ვარ რომ გეია, უბრალოდ ამის აღიარება არ უნდა. მოკლედ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, მოდი ისევ ჯიმინს დავუბრუნდეთ.

homophobia kills! Onde histórias criam vida. Descubra agora