25.

2K 212 56
                                    

მესამე პირი (POV)

"ააააგჰ ყველაფერი თავდაყირა, რატომ არის?! დედააა!"

გამწარებით ყვირის თეჰიონი, შვეიცარიიდან ჩამოტანილ ბარგს თავიდან ალაგებს.

"ვინ უთხრა ამოალაგეო, გადამრევს ეს ქალი..."

ბუზღუნებს თავისთვის და შარვალს კეცავს.

"რატომ ყვირი საყვარელო?"

შეშფოთებული სახით აღებს კარს ქალბატონი კიმი.

თეჰიონი ღრმად ისუნთქავს ჰაერს და ცდილობს მშვიდად გასცეს პასუხი.

"დედა, რატომ ამოალაგე ჩემი ბარგი?"

"აბა რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო ჩემოდნებში?"

გულუბრყვილოდ პასუხობს ქალი, რეალურად მართლაც არ ესმის, რატო ატეხა ამხელა ამბავი თეჰიონმა.

"საქმე იმაშია რომ საერთოდ არ ვაპირებდი ამის ამოლაგებას, ახლა თავიდან უნდა ჩავალაგო. კამპუსში უკვე დავრეკე და კოლეჯში მივდივარ. მინდა რაც შეიძლება მალე წავიდე და მოვეწყო."

"რაა? ახლახანს დაბრუნდი და უკვე წასვლა გინდა? კოლეჯამდე ჯერ ორი თვეა, ამერიკაში ხომ არ მიდიხარ თვეებით ადრე, რომ დაიწყო მოწყობა, თეჰიონ ნუ გადამრევ. მე და მამაშენს უამრავი გეგმები გვაქვს ზაფხულისთვის."

"მოიცა დავფიქრდე, მე არანაირი გეგმა არ მაქვს ასე, რომ პრობლემას ვერ ვხედავ."

"თეჰიონ რამდენიმე თვეში დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ. კოლეჯში წასვლის შემდეგ დარწმუნებული ვარ შენი ნახვა სანატრელი გაგვიხდება, ახლა კი მეუბნები რომ ზაფხულის ჩვენთან ერთად გატარება არ გინდა?"

გულმოკლული ამბობს ქალი და საწოლზე ჯდება, ხელებს კალთაზე ილაგებს და ტუჩებს პრუწკავს.

homophobia kills! Место, где живут истории. Откройте их для себя