მესამე პირი (POV)
ატირებული იუნგი და ჯანგუკის გაკვირვებული სახე.
რაზე საუბრობდა იუნგი, ვინ წავიდა... რამე გამორჩა ჯანგუკს? ძალიან ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა ტრიალებს ჯანგუკის თავში.
საბოლოოდ ორივენი ბარ "ჰორიზონტში" ასრულებენ დღეს, გალეშილი მთვრალები და ერთმანეთის გრძნობებზე ხმამაღლა მოსაუბრენი.
და მაინც რა არის საჭირო ერთი დონიდან მეორეზე გადასასვლელად, ნუთუ მხოლოდ ის, რომ საკუთარ თავზე გამოსცადო ის რის გამოც მთელი ცხოვრებაა სხვას კიცხავ.
მინ იუნგი ბიჭი უზადო "ჰეტერო" რეპუტაციით და ჯეონ ჯანგუკი, ტრამვირებული ახალგაზრდა, ჰომოფობი და უბრალოდ ბიჭი, რომელმაც აღმოაჩინა რომ მისი წარმოდგენა ჰომო სამყაროზე მცდარი იყო.
ამის აღიარებისთვის კი მხოლოდ, რვა ჭიქა ვისკი და ორი კათხა ლური გახდა საჭირო.
"მე თეჰიონი... ნუთუ უცნაური არ არის იუნგი... მაგრამ რატომ? ის ხომ ასეთი შესანიშნავია... თეჰიონი... თეჰიონი..."
ორივენი მისაღებში გაშლილ ხალიჩაზე წვანან და ჭერს მისჩერებიან.
თავბრუს ხვევას გრძნობენ, გულის რევასაც ზედმეტი ალკოჰოლის გამო, მაგრამ უბრალოდ წვანან, გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებენ და ალაგ-ალაგ ისმის გამოკვეთილად ჯანგუკის სიტყვები, ბოლოს მხოლოდ ერთ სახელს იმეორებს, სანამ საბოლოოდ გათიშავს მის გონებას სასმელი.
________
თეჰიონის ღამე სრულიად თეთრია, თვალები ჩასწითლებია უძილობისგან.
მთელს ღონეს ხარჯავს, რომ თვალი არ მოხუჭოს, ყოველი დაძინების მცდელობა ჯანგუკის სახის წარმოდგენით მთავრდება ამიტომ ფხიზლად უნდა იყოს."არა მე ის არ მიყვარს, ის არავინაა, არავინ კიმ თეჰიონ, შენ სვლა უნდა განაგრძო..."
ხმამაღლა უმეორებს თავის თავს, მაგრამ აბა რას გახდება ერთი საგნისკენ მიმართულ გონებასთან და ფიქრებთან.
KAMU SEDANG MEMBACA
homophobia kills!
Fiksi Penggemar©მარიამი 22/03/19-10/07/19 (completed) 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜