მესამე პირი (POV)
სრული სიჩუმიდან, დიდ აღფრთოვანებაში გადაიზარდა ხალხის რეაქცია.
გოგონები ფეხზე წამოიჭრნენ და ჯანგუკთან მიცვივდნენ.
"შესანიშნავი, გასაოცარი იყავი ჯანგუკი..."
ყვირიან ერთდროულად და გარს ეხვევიან ბიჭს.
თეჰიონის გულის ცემას უფრო უჩქარებს ამ სცენის დანახვა.
ეჭვიანობს? შეიძლება. ფიქრობს რაც შეიძლება შორს წავიდეს მათგან, ამიტომ ზედმეტი ყოყმანის გარეშე გადის გასასვლელ კართან."აქ რა ჯანდაბას აკეთებს, ის აქ არ უნდა იყოს!"
სუნთქვა არეული ლაპარაკობს ხმამაღლა, წინ და უკან დააბიჯებს.
"საკუთარ თავთან ბაასს მორჩები?"
ხმის გაგონებაზე ადგილზე შეშფება თეჰიონი. უკან შეტრიალებას ვერ ბედავს.
"თეჰიონ..."
'არ შეტრიალდე'
ფიქრობს თეჰიონი და არც უფიქრდება ისე ჭრის გზას, მოპირდაპირე ბარდიულის მიმართულებით.
საბედნიეროდ გადატვირთული მოძრაობით არ გამოირჩევა გზა. ჯანგუკი უკან მიჰყვება ფეხ და ფეხ. ხვდება რომ თეჰიონი ხმის ამოღებას არ აპირებს, ამიტომ ჩუმად აგრძელებს მის უკან სვლას.ფეხის ნაბიჯების ხმა ესმის თეჰიონს, იცის გზაზე მარტო არ არის, მაგრამ უკან მიხედვას არ აპირებს, "მდევარის" ვინაობა ცნობილია, საშიში არაფერია. ერთადერთი ვისიც ამ წამს უნდა ეშინოდეს თეჰიონს ეს საკუთარი თავია და ცდუნება რომელსაც მთელი ძალებით ებრძვის.
უკვე ღამეა, ცივი ღამე.
მთელს ტანზე სიცივე უვლის ბიჭებს, მაგრამ ისევ გზას აგრძელებენ და ისე თითქოს უსასრულობაში მიაბიჯებენ. მთვარით განათებული გზა, ირგვლივ მწვანე ბუნება და ორნი გზაზე.
შვეიცარიის ამ პატარა დაბაში სულიერის ჭაჭანება არ არის გვიან ღამით, მხოლოდ ათასში ერთხელ მანქანა თუ ჩაივლის გზაზე.
YOU ARE READING
homophobia kills!
Fanfiction©მარიამი 22/03/19-10/07/19 (completed) 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜