16.

2.3K 234 99
                                    


მესამე პირი (POV)

ჯიმინი თეჰიონთან ერთად აეროპორტის ჰოლში ზის, თავი მეგობრის მხარზე უდევს და თავის რეისს ელოდება.

"ახლა რას აპირებ?"

ეკითხება თეჰიონი მეგობარს.

"არც არაფერს, ერთი თვე კორეაში არ ვიქნები თე, არც მისი ნახვა მომიწევს, იქნებ რამე შეიცვოს. ჩემზე ნუ წუხხარ მე შენი და ჯეონის ამბავი უფრო მადარდებს."

"არც მაგაზე გაქვს სანერვიულო ჩიმ, ერთ კვირაში ფინალური გამოცდებია, სკოლას ვამთავრებთ, ასე რომ მას ვეღარასდროს ვნახავ. შენ რას აპირებ გამოცდებზე?"

"ნამჯუნს ვთხოვე სექტემბერში ჩაბარების უფლება მოეცა და ნება დამრთო, ყველაფერი მოგვარებულია."

"არც კი მჯერა რომ ერთი თვე ვერ გნახავ ჩიმ, შეიძლება მეტიც, შენ რომ დაბრუნდები ალბათ შვეიცარიაში ვიქნები."

"მოკეტე ახლა არ მინდა ვიტირო..."

მხარზე მხიარულად ურტყამს ჯიმინი ბიჭს.

"კაცების გარეშე ცხოვრებაზე რა აზრის ხარ?"

"აბა თემინთან შენი გეგმები?"

ეღიმება ჯიმინის შემოთავაზებაზე თეჰიონს.

"არაფერი გამოვა, უახლოეს მომავალში მაინც. ისე და შენ პირობა გაქვს შესასრულებელი."

"რა პირობა?"

"თუ ჯანგუკთან საქმე საწოლამდე მივა ჩემი ხელით მოვიჭრი პენისსო, შენი სიტყვები არაა?"

"ფშშ გინდა პენისის გარეშე მნახო?"

"საერთოდ პენისითაც არ მინდა, რომ გნახო..."

ჯიმინის სიტყვებზე ორივეს გულიანად ეცინება.

"ჰეი მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ უკვე დროა ჯიმინ."

საუბარში ეჩრება თემინი.

კიდევ ერთხელ ასრულებენ ბიჭები გამოსამშვიდობებელ ჩახუტებას.

homophobia kills! Where stories live. Discover now