15.

2.5K 222 95
                                    


ჯანგუკ (POV)

სხეული მთლიანად მეძაბება, მისი დანახვა ასეთ მდგომარეობაში საშინლად მოქმედებს ჩემზე. თავს არ ვიწუხებ ბოდიშებით, ისე ვდგები და თეჰიონს უკან მივყვები, როგორც ჩანს ქალბატონი კიმიც არ არის წინააღმდეგი, რადგან უსიტყვოდ მაძლევს ნებას მას ავედევნო.

თეჰიონის ოთახის კარი ღია მხვდება, ცოტა ყოყმანით შევდივარ, თავის დამშვიდებას ვცდილობ ღრმა ჩასუნთქვებით.

სააბაზანოს, ონკანიდან მოჩხრიალე წყლის ხმა ისმის.

"თეჰიონ..."

არც ისე ხმამაღლა ვამბობ და სააბაზანოს ვუახლოვდები.

"აქ რა გინდა!"

მესმის ხმამაღალი, ხმა.

ისევ და ისევ ვცდილობ დაძაბულობა არ შემეტყოს და მხიარულად ვპასუხობ.

"ხომ არ დაგავიწყდა რომ გამოცდებისთვის მომზადებაში უნდა დამეხმარო, თანაც გუშინდელი პირობა ჯერ კიდევ არ აგისრულებია..."

"დაახვიე..."

ისმის ისევ აბაზანის ნახევრად ღია კარს მიღმა.

"თეჰიონ..."

"დაახვიე-მეთქი!"

უკვე ყვირილზე გადადის.

"მაპატიე მე..."

"ჯანგუკ თვალით არ დამენახო!"

კარს აღებს და გაცეცხლებული გამორბის აბაზანიდან.

სახე სველი აქვს, ტუჩიდან ისევ სისხლი სდის, ეს წითელი სითხე წყალს ერევა და ღია კვალს ტოვებს ნიკაპიდან კისრის მიმართულებით.

"რა დაგემართა?"

ისე ვეკითხები თითქოს და ახლახანს შევამჩნიე მის ტუჩზე დაზიანება.

არაფერს მპასუხობს, უბრალოდ მკლავში ძლიერად მკიდებს ხელს და კარისკენ მიმათრევს.

"თეჰიონ დამშვიდდი, გთხოვ მითხარი რა დაგემართა, მაპატიე, ვეცადე მეხუმრა, გაჩერდი..."

homophobia kills! Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang