მესამე პირი (POV)
_გადავწყვიტე თეიონგს შანსი მივცე_
მესიჯის წაკითხვისას ჯიმინს თვალები უფართოვდება და სასწრაფოდ ზარს უშვებს ადრესატთან.
თეჰიონ გაგიჟდი?!
პირდავირ იწყებს ყვირილს როგორც კი ბიჭი ზარს პასუხობს.
"არა ჯიმინ საღ აზრზე ვარ."
რაღაც არ მგონია, რატომ მიიღე ეგ გადაწყვეტილება, ხომ იცი თეიონგი რა ნაბიჭვარიცაა, მისი ბოდიშები არაფერს ნიშნავს.
"ჯანგუკზე მეტი ნაბიჭვარი ვერ იქნება."
მაგას ჯანგუკის გამო აკეთებ?
"ხო და არა, დროა ახალი ეტაპი დავიწყო ჩემს ცხოვრებაში."
მოდი მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ კარგი?
"კარგი მაგრამ აზრს არ შევიცვლი."
ზარი წყდება.
ჯიმინი საწოლზე ჯდება ჩაფიქრებული, არ ესმის, როცა მისი საუკეთესო მეგობარი იმ დეგენერატს ვერ იტანს, რამ აიძულა იმის ფიქრში დაშვებაც კი რომ მასთან რამე გამოვა. ან ჯანგუკმა რა გააკეთა ასეთი, თეჰიონი ამ გადაწყვეტილებამდე რომ მიიყვანა.აქეთ თეჰიონი ბოლთას სცემს თავის ოთახში, ბრაზი და მრისხანება ახრჩობს, ჯანგუკის სიტყვების გამო.
"ავადმყოფი ხარ და გინდა ყველა შენნაირი იყოს..."
ეს სიტყვები უსასრულოდ მეორდება მის გონებაში, და როგორც იქნა ცხარე ცრემლით იწყებს ტირილს.
"მე ავადმყოფი არ ვარ... არ ვარ!"
სულიერი ტანჯვა რაც დიდი ხანია აწუხებს ბიჭს, სააშკარაოზე გამოდის.
იმ დამცირებების ფონზე, რომელსაც წლების მანძილზე იტანდა სკოლაში, საზოგადოებაში, მშობლების შეუგუებლობა მის შინაგან არსებასთან. ისედაც დაბალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, ყოველთვის ძლიერად აჩვენებდა თავს მაგრამ ჯანგუკის სიტყვებმა შეახსენეს, რამდენად სუსტია.
YOU ARE READING
homophobia kills!
Fanfiction©მარიამი 22/03/19-10/07/19 (completed) 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜