10.

2.5K 235 39
                                    

მესამე პირი (POV)

თეჰიონი დერეფანში მიაბიჯებს, გვერდს ჯანგუკი უვლის ისე ვითომ და საერთოდ უცნობი ადამიანი იყოს მისთვის.
იმ დარტყვის შემდეგ, რამდენიმე კვირა გავიდა და თეჰიონს ისეთი გრძნობა იპყრობს, რომ ჯანგუკი განზრახ არიდებს თავს.
თავიდან არ აქცევდა ყურადღებას, ბიჭის უცნაურ ქცევას, ეგონა დარტყმის გამო გაბრაზებული იყო, მაგრამ ახლა სრულიად უცნობებივით ხვდებიან ერთმანეთს, ჯანგუკი არც კი უყურებს ბიჭს, თავის გზაზე მიდის.
ცოტა ხნით ჩერდება ჰოლში და ჯანგუკს თვალს აყოლებს, მის ზურგს მისჩერებია.

"ჰეი პატარავ..."

თეჰიონი თვალებს ატრიალებს, მობეზრებული და გაღიზიანებული ტრიალდება თეიონგისკენ.

"ისევ?"

"რა მოხდა?"

გაკვირვებული თეიონგი თვალებში უყურებს თეჰიონს.

"ისევ პატარა დამიძახე..."

"მერე?"

"რა მერე, ხომ გითხარი არ დამიძახოთქო."

ჯანგუკის საქციელის გამო გაღიზიანებული საწყალ თეიონგზე იყრის ჯავრს.

თეჰიონის ხმამაღალ საუბარზე, ჯანგუკი ინტიქტურად იხედება უკან.
თეჰიონს უკვე დიდი ხნის წასული ჰგონია ჯანგუკი, არ იცის რომ ბიჭი ახლა სწორედ მათ უყურებს.
თეიონგიც არ აქცევს ყურადღებას ჯანგუკის მზერას, რადგან გაკვირვებისგან პირი აქვს დაღებული.

"თეჰიონ ცუდ ხასიათზე გაიღვიძე თუ რა გჭირს?"

"არა მშვენიერ ხასიათზე ვარ, შენ მიშლი ამ წუთას ნერვებს."

"პატარავ..."

"მოკეტე!"

ბოლო ხმაზე ყვირის თეჰიონი.

თავის თავს თვითონვე ვერ ცნობს, მაგრამ ბრაზს ვერ აკონტროლებს, უყურებს თეიონგის სახეს და გულში ეცოდება ასე რომ ექცევა, მაგრამ ბრაზი მაინც იმარჯვებს მასზე.

homophobia kills! Donde viven las historias. Descúbrelo ahora