მესამე პირი (POV)
რა ხდებოდა ამ დროს ბატონ და ქალბატონ კიმებთან, სანამ ჯანგუკი და თეჰიონი ურთიერთობის გარკვევით იყვნენ დაკავებულები.
"ამათ ჩვენ იდიოტები, ხომ არ ვგონივართ?"
ამბობს ბატონი კიმი სავარძელში ეშვება ტელევიზორის წინ და თავის საყვარელ ტელე გადაცემას რთავს.
"ბავშვებს რას გაუგებ?"
პასუხობს ქალბატონი კიმი.
"ხო განსაკუთრებით ჩვენს ბავშვს."
"საყვარელო..."
"ვიცი რასაც მეტყვი და პასუხი უკვე იცი, არა..."
"კი მაგრამ..."
"არავითარი მაგრამ..."
"ვიცი რომ გულის კუნჭულში უკვე მიეჩვიე მაგ აზრს, რატომ არ გინდა აღიარო?"
თინეიჯერი გოგოსავით უცუცქდება ქალბატონი კიმი მეუღლეს და რაც შეუძლია საყვარლად უფახურებს თვალებს.
"საიდან მოიტანე რომ მივეჩვიე, კიდევ მაქვს იმედი, რომ მაგ სისულელეს თავიდან ამოიგდებს..."
"ძვირფასო, თეჰიონი ჯერ კიდევ ბავშვი იყო როცა იმის სითამამე ეყო და გამოგვიცხადა რომ გეია, გერჩივნა ეს დაემალა? ის უკვე დიდია, შეუძლია გადაწყვიტოს, რა და როგორ სურს ცხოვრებიდან, მე მხოლოდ იმიტომ გიჭერ მხარს რომ მიყვარხარ, მაგრამ არ მინდა ამით ჩვენი პატარა დაიჩაგროს, არ მინდა სხვა ახალგაზრდებივით იფიქროს, რომ მშობლები ვერ უგებენ და მისი არ ესმით, ხომ იცი ეს როგორ ფატალურად სრულდება ხოლმე. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისეთი მშობლები, რომლებიც თავის ინტერესების ჩანერგვას ცდილობენ ბავშვებში, ის თავისუფალ ადამიანად გავზარდეთ და ამ თავისუფლებას უნდა შევეჩვიოთ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, მხოლოდ სიტყვები არაფერია თუ ეს საქმით არ დავანახეთ."
"ოცი წლია ჩემს თავს ვუსვამ კითხვას ცოლად რატომ მოგიყვანე..."

VOCÊ ESTÁ LENDO
homophobia kills!
Fanfic©მარიამი 22/03/19-10/07/19 (completed) 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜