მესამე პირი (POV)
'გაქცევა ალბათ საუკეთესო გამოსავალია'
ფიქრობს თეჰიონი,როცა ჯანგუკის გაბრაზებულ სახეს ხედავს.
'მაგრამ სად გავიქცე რო?...'
"მისმინე შე პატარა ნაბიჭვარო, მეორედ გაბედავ, ასე დამელაპარაკები და ბოლო ჩემი სახე იქნება რასაც დაინახავ."
თეჰიონს ფიქრებიდან ჯანგუკის ხმა აფხიზლებს.
თავის და გასაკვირად დიდ სიმამაცეს გრძნობს წამიერად და პირდაპირ თვალებში უყურებს ახალს.
"ახლა შენ მისმინე, შენი მეგობარი ჩემს მეგობარს ისე ექცევა როგორც უკანასკნელ ბოზს, და თუ არ შეწყვეტს მასთან ასე მოქცევას დარწმუნებული იყავი რომ ეს შენ იქნები ვინც ბოლოს ჩემს სახეს დაინახავს, შენ რა გგონია რადგან ჯიმინი გეია, სუსტია? მას მე ვყავარ და ყველაფერს გავაკეთებ მის დასაცავად, და შენი მუქარა ტრაქში გაიკეთე, მე შენი არ მეშინია."
'ენას რატომ ვერ აჩერებ თეჰიონ?!'
საკუთარ თავს წყევლის ამ სიტყვების შემდეგ, მაგრამ არ მისცემდა უფლებას ამ ორ იდიოტს მის მეგობარს როგორც არარაობას ისე მოქცეოდნენ.
ჯანგუკის გაკვირვებული სახე, იუნგის ჩამოვარდმილი ყბა და ჯიმინი რომელმაც ამ სიტყვების გაგონებაზე ტირილიც კი შეწყვიტა. გვერდიდან კარგი სანახაობა იყო.
ჯანგუკს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ყელში სწდომოდა ბიჭს და კედელზე მიენარცხებინა, მაგრამ მის გადაწყვეტილებას მასწავლებლის შემოსვლა შლის.
"დილა მშვიდობისა."
ამბობს შუა ხნის ქალი, ყურადღებას არ აქცევს საკლასო ოთახში გამეფებულ დაძაბულობას და თავის ადგილს იკავებს.
"დასხედით და ჯეონ ჯანგუკი, ალბათ შენ ხარ, თუ შეიძლება ჩემს გვერდით დადექი და ბავშვებს გაეცანი."
მიმართავს ჯანგუკს ქალი.
თეჰიონი მასწავლებლის შემოსვლის მომენტიდან დიდ შვებას გრძნობს, სანამ ის იტყოდა დასხედითო უკვე თავის ადგილზე იჯდა ჯიმინის გვერდით.

YOU ARE READING
homophobia kills!
Fanfiction©მარიამი 22/03/19-10/07/19 (completed) 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜