27.

2.6K 234 138
                                    

მესამე პირი (POV)

"ყველაზე მტკივნეული იმის გაცნობიერება იყო, რომ დაგკარგე. ყველაზე რთულად დასაჯერებელი კი ის არის, რომ ყველაფრის შემდეგ,რაც მე ჩავიდინე კიდევ შეგწევს ძალა მაპატიო."

ამბობს ჯანგუკი, თეჰიონის კალთაში უდევს თავი და მისთვის თვალებში ყურებას ვერ ბედავს, ოთახის შორეულ კუთხეს მისჩერებია.
თეჰიონი მდუმარედ უსმენს ბიჭის აღსარებას, მის მონანიებას. ცრემლებს იკავებს აღარ უნდა რომ იტიროს.

"არც კი ვიცი ოდესმე თუ შევძლებ რომ საკუთარ თავს ვაპატიო."

აგრძელებს ბიჭი და სიტყვებს ეძებს გონებაში, თავისი დანაშაულის გრძნობის ასაღწერად.

"ერთ დღეს უბრალოდ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და გამოჩენის წამიდან ძირფესვიანად შეცვალე ის. ყველა წარმოდგენა გამიქარწყლე მხოლოდ ერთი შემოხედვით. დღემდე მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, შენი ბრაზი რომ დაატეხე იუნგის თავს. მაშინ ვიფიქრე, საიდან გქონდა ამხელა გამბედაობა. გეები ყოველთვის სუსტ და დაუცველ არსებებად წარმომედგინა ან კიდევ მოძალადეებად. ჩემი გამოცდილებით ვფიქრობდი რომ ისინი ავადმყოფები იყვნენ,რომლებიც ცდილობდნენ ყველა მათნაირად ექციათ. რომ არა ეს მწარე ისტორია ჩემს ცხოვრებაში, ვინ იცის იქნებ და მეც შენსავით გამბედავი ვყოფილიყავი."

"მე გამბედავი არ ვარ ჯანგუკ."

მკრთალი, სუსტი ხმით ამბობს თეჰიონი.

"ხარ და დამასრულებინე. შენ ყველაზე გამბედავი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია. შენი შიშების და კომპლექსების მიუხედავად, არ ეპუები არავის და არაფერს. მიუხედავად იმისა რომ იცი როგორ ჰომოფობ საზოგადოებაში გვიწევს ცხოვრება, მაინც წინ მიიწევ. არ გეშინია შენი გრძნობების აღიარების, შეგიძლია ხმამაღლა იყვირო რომ გიყვარს, შეგიძლია ხმამაღლა იყვირო რომ გძულს და არ აქვს მნიშვნელობა რამხელაზე გიწევს ამ დროს გადააბიჯო შენს თავს. მთავარი ის არის რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლია, ჩემგან განსხვავებით. მე თვეების მანძილზე, საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი იმის შესახებ რას ვგრძნობდი რეალურად შენს მიმართ.  მე არასდროს გამჩენია გრძნობა მამაკაცის მიმართ და იმის წარმოდგენისაც კი მეშინოდა რა იქნებოდა ურთიერთობა ჩემივე სქესთან, თუმცა შენ გამოჩნდი თუ არა ყველაფერი შეიცვალა. ყველა ჩემი შიში თვალწინ დამიდგა და სახეში უტეხად მიყურებდა. გხედავდი და მხოლოდ შენი შეგრძნების სურვილი მკლავდა, ყველაზე უარესი კი ის იყო,რაც დრო გადიოდა შენ მნიშვნელოვანი ხდებოდი ჩემთვის, მინდოდა შენს შესახებ ყველაფერი მცოდნოდა. მინდოდა გამეგო რას აკეთებდი, რას გრძნობდი. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი ეჭვიანობის საშინელი შეგრძნება გახდა, როცა გავიგე რომ იმ ნაბიჭვართან დაიწყე ურთიერთობა. ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, სხვა მიმეღო ისე როგორც შენ მიგიღო ჩემმა სულმა და სხეულმა მაგრამ, ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. მხოლოდ შენ ხარ ის ერთადერთი ვის  გვერდითაც ასე დაუცველად და თან ასე დაცულად ვგრძნობ თავს. შენ ჩემი სულის დაკარგული ნაწილი ხარ თეჰიონ, ჩემი გზა. მაპატიე, მაპატიე რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი რაც ასე გატკინე გული."

homophobia kills! Where stories live. Discover now