24.

1.9K 199 55
                                    

მესამე პირი (POV)

ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა ტურნეში ყოფნის დროს, ჯიმინი მთელი მონდომებით სამუშაოზე იყო გადართული და თავს უფლებას არ აძლევდა იუნგიზე ეფიქრა. მანამ სანამ შეტყობინება არ მიიღო იუნგისგან.

"მაპატიე..."

მხოლოდ ეს ერთი სიტყვა გახდა მიზეზი, ჯიმინის უშფოთველი ძილი მშფოთვარე კოშმარში გადაზრდილიყო.

თითქმის სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ტურნეში წავიდა თემინთან ერთად.
ბოლო ერთი კვირაა მოსვენება აქვს დაკარგული. სწორედ ერთი კვირის წინ მიიღო მესიჯი იუნგისგან.

სასტუმროს ნომერში საწოლზე ზისს და ისევ იმ შეტყობინებას უყურებს, ერთი კვირაა ფიქრობს მისწრეროს თუ არა. ან კი რა უნდა მისწეროს, გპატიობ? არ გპატიობ? ან საერთოდ რას ნიშნავს იუნგის ეს გამოხტომა?
მინ იდიოტი იუნგი, რომელიც საკუთარი მონასავით ექცეოდა ჯიმინს, უკანასკნელი ძუკნასავით აიძულებდა მოქცევას ახლა პატიების მესიჯს უგზავნის. რა შეიცვალა?

კიდევ ერთი შეტყობინება და ჯიმინს გული საგულედან უვარდება სანამ ადრესატს ნახავს.

იმედი უცრუვდება, თემინია.

_ჯიმინა არ გინდა დღევანდელი დღე აღვნიშნოთ?

სამი დედა აფეთქებული კვირაა ერთი და იგივე მეორდება, ყოველი გამოსვლის შემდეგ აღნიშვნას სთხოვს თემინი, მაგრამ ჯიმინი უარზეა. დღეს კი ნამდვილად აქვს მიზეზი დალიოს. იქნებ სასმელში მაინც გააქროს დარდი. ფშშ, კიდევ ერთი სისულელე...

_ჩემს ნომერში მოხვალ თუ მე მოვიდე?

წერს პასუხს.

_მე მოვალ.

თემინისგანაც არ აყოვნებს საპასუხო შეტყობინება.

ერთ საათში, ორივენი იატაკზე სხედან საკმაოდ შეზარხოშებულები და თემინის მონაჩმახ სისულელეზე იცინიან.

მოულოდნელად თემინი სიცილს წყვეტს და ჯიმინს აშტერდება, პირდაპურ თვალებში უყურებს.
ჯიმინიც ჩერდება, დაბნეულია მაგრამ ამავე დროს იცის, რაც მოხდება.
თემინი იხრება და ტუჩებში კოცნის.
ეს არ გავს იმ კოცნას რასაც იუნგისთან იზიარებდა, რა ჯანდაბად ახსენდება საერთოდ ამ წამს იუნგი. დალევა ხომ მის დასავიწყებლად უნდოდა, ახლა კიდევ არაჩვეულებრივი შანსი ეძლევა ყურადღება სხვაზე გადაიტანოს.
თუმცა არა, ისევ იუნგი და მისი ტუჩები, აი რა ტრიალებს ჯიმინის თავში, როცა თემინი ამ დროს კოცნის გაღრმავებას ცდილობს.
ჯიმინი თვალებს ხუჭავს, ცდილობს კოცნაზე კოცნით უპასუხოს, წარმოიდგენს რომ იუნგია და ეს გამოსდის. სველი და ვნებიანი კოცნა.
ხელს უკვე მაისურის შიგნით გრძნობს და გააზრებსაც ვერ ახერხებს ისე ზის თემინის კალთაში.

homophobia kills! Where stories live. Discover now