22.

2.2K 213 48
                                    

მესამე პირი (POV)

დილა...

მზე...

საშინლად შემაწუხებელი სინათლე...

საწოლში სხეული ტრიალებს, ცდილობს თავი აარიდოს შუქს, რომელიც დახუჭულ თვალებშიც კი აღწევს.

ბოლოს საბანს იფარებს თავზე, მაგრამ ჰაერის უკმარისობის გამო მალევე იცილებს თავიდან.

სწრაფად ჯდება საწოლზე, წამის მეათასედში ნანობს ამ გადაწყვეტილებას. თვალების გახელას არც კი ფიქრობს, პირდაპირ ზმუილს იწყებს.

"ამის დედაც..."

კიდევ ზმუილი, კიდევ გინება.

თავში იჭერს ხელს, საშინელ ტკივილს გრძნობს.

ბოლოს, როგორც იქნა თვალების გახელას ბედავს, ჯერ კიდევ შეუჩვეველი შუქის გამო ისევ ეხუჭება.

საწოლზე გვერდით იხედება, მეორე სხეულს გულდაღმა სძინავს და ხმაურიანად სუნთქავს.

რომ არა ეს საშინელი ნაბახუსევი, ალბათ კიდევ ერთი მშვენიერი დილა იქნებოდა თეჰიონისთვის. უკვე მეორედ იღვიძებს მისი საყვარელი ადამიანის გვერდით და ყველა მწუხარების მიუხედავად თავს მაინც ბედნიერად გრძნობს.
მიუხედავად ამ ყოფის დროებითობისა, ნატრობს ეს დღე არასდროს დასრულდეს და მაინც თუ დასრულდება, იგივე განმეორდეს მეორე დილით, მესამე დილით და ასე უსასრულოდ.

ცოტა ხანი სჭირდება გონს მოსასვლელად, არ ახსოვს როდის დაბრუნდნენ სახლში, ან მხოლოდ პიჟამას შარვალი რატომ აცვია, ცდილობს მეხსიერებაში წინა ღამის მოვლენები აღიდგინოს, თუმცა უშედეგოდ. თავის ტკივილი იმდენად მომაბეზდებელი ხდება წამებში, აზრობნების უნარს აკარგვინებს.

გახსენების მცდელობას თავს ანებებს, საწოლიდან ფრთხილად დგება, არ უნდა ჯანგუკი გააღვიძოს.

კბილების გასუფთავების შემდეგ, სამზარეულოში გადის. ძლიერ ყავას იმზადებს და შეძლებისდაგვარად სწრაფად სვამს. ტკივილგამაყუჩებელიც არ ავიწყდება.
(ვინ თქვა რომ არ შეიძლება ნაბახუსევზე ტკივილგამაყუჩებლის დალევა, ნიმესილის გარეშე ალბათ მოვკვდები 😂)

homophobia kills! Where stories live. Discover now