ჯანგუკ (POV)
'ამის დედაც კიმ თეჰიონ, ახლა ყინული უნდა დავიდო.'
კოჭლობით ძლივს მივაღწიე სახლამდე, თეჰიონის მიმართ "საქებარი" სიტყვები კი წამითაც არ შემიწყვეტავს.
მთელი სამი თვეა იმ გამოსირებულს ხვდება, ისე მიყურებს თითქოს ამით ჩემს გამოწვევას ცდილობს და ბოლოს კვერცხებ დაჟეჟილი კიდევ მე დავრჩი.
მაცივრიდან ყინულის პაკეტს ვიღებ და პენისზე ვიდებ.
კიდევ ერთხელ ვაგინებ თეჰიონს, ამჯერად ხმამაღლა.
არა და ჯიმინს, რომ ჰკითხო ჩემი სიტყვების გამო ძალიან იტანჯება თეჰიონი, რა ეტყობა რომ იტანჯებოდეს, პირიქით ძალიანაც ბედნიერი ჩანს.
(Flashback)
_ჯანგუკ შე იდიოტო.
_რა გინდა ჯიმინ?
_წარმოდგენა მაინც გაქვს შენმა სიტყვებამა თეჰიონზე, როგორ იმოქმედა?
_რას გულისხმობ?
_მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე, არასოდეს, გესმის? არასოდეს აღარ უწოდო თეჰიონს ავადმყოფი. შენ გგონია მას ბედნიერი ცხოვრება აქვს, და ძალიან უხარია იმის გამო რაც არის? ძალიან ცდები. იმაზე მეტად ტვინგამოლაყებული ხარ ვიდრე მეგონე. თეჰიონი ძალიან სუსტია, ყოველთვის ცდილობს რომ ეს დამალოს, ყოველთვის ცდილობს აჩვენოს სხვებს, რამდენად ბედნიერი და ძლიერია, მაგრამ დამერწმუნე ასე არ არის. შენი სიტყვებით კი ყველაზე უაზრო გადაწყვეტილებამდე მიიყვანე, იმედი მაქვს ამას გააცნობიერებ.
_რა გადაწყვეტილებამდე?
_მალე გაიგებ...
ამის მეტი არაფერი მოუწერია ჯიმინს, მის სიტყვებზე დიდხანს ვიფიქრე, თეჰიონი ყოველთვის ანათებდა ბედნიერებისგან, მართალია დიდი ხანი არ იყო რაც ვიცნობდი, მაგრამ როცა ვხედავდი თუ,რა თქმა უნდა ჩემზე არ ბრაზობდა, ყოველთვის ანათებდა იმდენად კაშკაშებდა რომ მისი სხივი გადამდები იყო. ნუთუ სიმართლე იყო, რაც ჯიმინმა მომწერა და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდი ტყუილი იყო და მეტი არაფერი.
მეორე დღეს სკოლაში მისვლისას ახალი ამბავი დამხვდა, კაფეტერიაში შესული ყველა ახალ წყვილზე ლაპარაკობდა, ზოგს უკვირდა მათი ერთად ყოფნა, ზოგიც ამბობდა ხომ ვამბობდი, რომ თეჰიონიც გეი იყოო. როგორც კი თეჰიონის სახელი გავიგონე ელდა მეცა, მაშინვე მივხვდი ამ ამბავში ერთ-ერთი მთავარი გმირი ის იყო. პირველივე შემხვედრი გავაჩერე და ვკითხე რა ხდებოდა. მანაც პირდაპირ მომახალა, რომ თეიონგი და თეჰიონი ახლა შეყვარებულები იყვნენ.
ხელი კედელს მივადე თავის შესამაგრებლად, რომ არ წავქცეულიყავი, ამ ამბავმა ჩემდა გასაკვირად ძლიერად იმოქმედა.
მივხვდი რა გადაწყვეტილებაზეც საუბრობდა ჯიმინი და დავფიქრდი, ნუთუ მართლა ჩემს გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამის აზრს ვერ ვხვდებოდი, რატო?
YOU ARE READING
homophobia kills!
Fanfiction©მარიამი 22/03/19-10/07/19 (completed) 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜