Clare
თავი 1
-უკვე გაჩერებაზე ვარ_ სიცილით ვამბობ.
-ნუ მატყუებ, ფანჯრიდან გიყურებ_გაისმა ხმა ყურმილიდან.
-კარგი შეიძლება მთლად გაჩერებაზე არ ვიყო,მაგრამ ძალიან ახლოს ვარ_შემოვტრიალდი და გოგონას ხელი დავუქნიე, რომელიც ფანჯრიდან მაკვირდებოდა.
გაჩერებაზე არავინ არ იყო, ამიტომაც მაქსიმალურად კომფორტულად დავდექი და ტელეფონს ჩავაშტერდი.
-გოგონა_გაისმა მამაკაცის ხმა ზურგსუკან,ამის გამო ცოტა არ იყოს დავიძაბე.თავი შევატრიალე და მზერა ახალგაზრდა ბიჭს მივაპყრე.
-უბრალოდ გვერდი ვერ აგიარეთ ისეთი ლამაზი ბრძანდებით,თქვენ უბრალოდ საოცარი თმები გაქვთ._აშკარა იყო რომ ბიჭი ჩემზე გაცილებით უფროსი იყო,რათქმაუნდა გავუღიმე,მაგრამ კომპლიმენტზე არაფერი არ ვუპასუხე.
დისკომფორტი განვიცადე უცნობის უტეხი მზერის გამო.ნერვებზე თამაშობდა.
როგორც იქნა ავტობუსი გამოჩნდა,როგორც ყოველთვის ძალიან ნელი სიჩქარით.-გოგონავ, მოდი თქვენს ნომერს ჩავიწერ_ბიჭმა ტელეფონი ამოიღო ტყავის ქურთუკიდან და მე მომაჩერდა.
-შეყვარებული მყავს._მოვიტყუე მე.
-რამე ცუდზე კიარ მიგანიშნებთ,უბრალოდ ტელეფონის ნომერი მაინტერესებს.
ავტობუსი გაჩერებაზე გაჩერდა და როგორც კი კარები გაიღო შევვარდი.
-იცით...უბრალოდ არ არის საჭირო.-მივაძახე გზაში.
კონტროლიორს ბილეთი ვუჩვენე და სულ ბოლოს დავჯექი.თავი გვერდზე გავატრიალე,უცნობი რამოდენიმე ბიჭისგან შემდგარ ბანდას შეუერთდა,რაღაც უთხრა და შემდეგ ყველა მე მომაჩერდა.
თავი მკეთრად გავატრიალე.სავარძელში მოვკალათდი და ხელები გულზე დავიწყვე.ბიჭი შეყვარებულის გამო არ მომიშორებია თავიდან, რადგან სულაც არ მყავს...უბრალოდ არასწორად მიმაჩნია ასე სპონტანურად ადამიანის გაცნობა ღამეს, თანაც ქუჩაში.
სანამ ჩემს ნაქირავებ ბინაში შევიდოდი, მანამ მაღაზიაში შევიარე.
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...