EPILOGUE
- დარწმუნებული ხარ,რომ ამ უცნობ ხალხთან ცხოვრება გინდა?არ გინდა სახლში მოდიოდე,იმ იმედით,რომ მე მნახავ?_იკითხა ჰარიმ.ჩვენ უნივესიტეტის ტერიტორიაზე ვდგავარღ,ჰარი საკუთარ მანქანაზე მიყრდნობილია მე კი მის წინ ვიდექი.დრო საოცრად სწრაფად გავიდა,არ მეგონა,რომ ასე სწრაფად ჩამოვიდოდი ინგლისში.
-დრო მჭირდება._ჩავილაპარაკე დაგუდულად.
-მესმის შენი,მაგრამ კამპუსში ცხოვრება ნაღდდად გინდა?
-მე ჯერ კიდევ არ შემიძლია,შენს სახლში დაბრუნება._აქცენტი სიტყვა „შენს"-ზე გავაკეთე.დავინახე თუ როგორ მოეღუშა სახე.
-მე მეგონა,რომ ჩემი გესმოდა.
-ჯანდაბა,ყოველჯერზე ვცდილობ ამის გაკეთებას,მაგრამ ასე მგონია,რომ პირიქით შენ არ გესმის ჩემი.კლერ შენ უნდა დაივიწყო წარსული და წინ წახვიდე.შენ ჩააბარე უნივერსიტეტში,შენი ახლობლები კარგად და რაც მთავარია ცოცხლები არიან,შენ წარმოუდგენლად მდიდარი ხარ და კიდევ შენ მე გყავარ_წარმოთქვა მან,მე კი შიგნეულობა შემეკუმშა.
-კიდევ მე მოვკალი ორი ადამიანი და ამდენი რამ გადავიტანე,ასე მგონია,რომ ყოველ წამს შეიძლება ავფეთქდე.უბრალოდ კიდევ ცოტა დრო მომეცი._ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოვთქვი და საბოლოოდ მოვეშვი,მეტი აღარ შემიძლია,ვგრძნობ თუ როგორ ვნებდები.
-გასაგებია._მშრალად თქვა მან.
-მადლობა.
-რისთვის?
-გაგებისთვის.ეს რეალურად მნიშვნელოვანია ჩემთვის._დამნაშავედ გავიღიმე და მიწას მივაშტერდი.
-მე შენ მიყვარხარ._ამბობს ის.
სიმართლე ითქვას სიგიჟემდე მინდა,რომ მეც იგივეთი ვუპასუხო,მაგრამ ჩემი ტუჩები სულ სხვა სიტყვებს წარმოთქვამენ.
-ვიცი და ამის გამო ბედნიერი ვარ.
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...