ხელები უკან მაქვს შეკრული ბორკილებით,უცნობი მამაკაცი მანქანისკენ მიმათრევს,უკანა სავარძელში მსვამს და გვერდზე მიჯდება,წინ კიდევ ორი მამაკაცი ზის.აზრზე არ ვარ ჰარი სად არის.
უკვე დიდიხანია რაც გზაზე მივდივართ,ბოლოს როგორც იქნა უზარმაზარ შენობასთან გავჩერდით,მანქანა პიდაპირ შესასვლელთან გააჩერა.რა ვქნა გავიქცე? მაგრამ სად? არ მეშინია,იმის და მიუხედავად,რომ ვგრძნობ ეს ჩემი აღსასრულია.მამაკაცმა ხელი უხეშად ჩამავლო მხარში და გარეთ გადმოთრევა ცადა ,მთელი ძალით შევეწინააღმდეგე და სავარძელს ჩავეჭიდე,,"ასე მოქცევის უფლება არ აქვთ"_ვფიქრობ გაბრაზებული,თუმცა აქ მე არაფერს ვწყვეტ.
-მე თვითონ._ვამბობ უხეშად და მანქანიდან გადმოვდივარ.
ოქტომბრისთვის ზედმეტად კარგად ანათებს მზე,გავშეშდი და ტერიტორიის შესწავლა დავიწყე.
-წადი._თქვა კაცმა და ხელი მკრა,წონასწორობა ძლივს დავიცავი,თორემ დავეცემოდი."საიდან ამდენი აგრესია? რა დავუშავე?" გამიელვა თავში,მაგრამ მშვენივრად ვხვდები,რომ ამაზე ფიქრი ამაოა.ამ კარის იქეთ რა მელოდება? ისიც კი არ ვიცი სად და რა მიზეზით ვიმყოფები აქ.
სახლის გრძელ დერეფნებში მივაბიჯებდით,ვცდილობდი პატარ-პატარა დეტალები შემესწავლა და გზა დამემახსოვრებინა.კართან მივედით,მამაკაცმა ბორკილები მომხსნა,იმის გამო რომ მაჯები მტკიოდა კანი დავიზილე.
-ერთი ცადე გაქცევა._თქვა მამაკაცმა სიცილით და ახლა ოთახში შემაგდო.
ჯობს ეთქვათ თუ რას მიპირებდნენ,ახლა კი როდესაც არაფერი არ ვიცი,ჩემივე ცნობისმოყვარეობა მკლავს.ოთახს თვალი მოვავლე,შუაში საშუალო ზომის სოფაში ჩავჯექი და ფანჯარას მივაშტერდი.შესაძლებელია ეს ბოლო წამებია რომლებითაც შემიძლია ვისიამოვნო.შესაძლებელია სულ ცოტა ხანში მიწაში ჭიების საკვები ვიყო.
ოთახი ზედმეტად ნათელია და კომფორტული,ოჯახურ მისაღებ ოთახს გავს.ჩემს უკან ხმაური გაისმა,რამაც ფეხზე წამოდგომა მაიძულა,როდესაც შევტრიალდი გავშეშდი.
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...