არ ვიცი როგორი რექცია უნდა მქონდეს,ვერ ვაცნობიერებ თუ რა ჯანდაბა მოხდა ახლა.ყველაფერს წარმოვიდგენდი,ოღონდ ჰარის სიკვდილს არა.ეს უცნაურადაც კი ჟღერს.
სულაც არ გამიხარდა მისი სიკვდილი,რა არის იმაში კარგი,რომ სტაილსი დაიღუპა?ვცდილობდი,რომ არანაირი რეაქცია არ გამომეხატა,მაგრამ მგონი ყველაფერი სახეზე მეწერა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ დაშვება დავიწყეთ,ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი ჩუმად იყო,რაც უფრო ზრდიდა დაძაბულობას.როგორც ჰარიმ თქვა,სხვა იახტაზე დავჯექით.კარი გაიღო,ჩემს წინ მჯდომი მამაკაცი პირველი ჩავიდა და ხელი გამომოწვდინა დასახმარებლად,მაგრამ მისი ჟესტი დავაიგნორე და ისე ჩამოვხტი თითქოს არც მჭირდებოდა მისი დახმარება.როდრსაც მიწაზე დავდექი წონასწორობის დაცვა გამიჭირდა,მაგრამ მალევე გავსწორდი და იმ პოზაში დავდექი,რომელიც სტაილსმა მასწავლა.
კაცმა თავი გააქნია,მე კი იმის ნიშნად ჩავთვალე რომ უკან უნდა გავყოლოდი.შიგნით შევედით და დიდი დერეფნის გავლა დავიწყეთ.არ შემიძლია არ აღვნიშნო,რომ მისი მაშტაბურობა და სილამაზე მაოცებს როგორიც ჰარის...
უზარმაზარ კართან მივედით,რომელიც შვეიცარმა გაგვითო, ისევ მამაკაცს გავყევი უკან.ბოლოს დიდ კაიუტაში აღმოვჩნდით,რომელიც ძალიან გავდა კაბინეტს.ასეც იყო,შუაში მდგარ მაგიდასთან მოდუნებული მამაკაცი იჯდა.-ეს ის არის_თქვა მამაკაცმა,რომელმაც მომაცილა.
-ჰმ..._მასპინძელმა ჩაფიქრებულად ამოიხვნეშა და გასწორდა.
-კიდევ დიდიხანი უნდა გააგრძელოთ დისკუსია, იმის შესახებ ვარ თუ არა მე?_ვთქვი უხეშად და საქაღალდე ხელიდან ხელში გადავიტანე..
-აჰაჰაჰა,თავისუფალი ხარ._სიცილით თქვა,როგორც მივხვდი რასალმა.
-შენი ბიჭის გამო ვწუხვარ._თქვა მოჩვენებითი დრამატიზმით მან.
-კარგი ერთი თუ ღმერთი გწამს! როდიდან დაიწყე ხალხის შეცოდება?_ვთქვი და სავარძელში მოვკალათდი.
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...