08

1.4K 122 8
                                    

ჩემს ძველ საძინებელში დამაბრუნეს სადაც პირველი დღიდანვე ვცხოვრობდი.სიმართლე ითქვას ბედნიერი ვიყავი რადგან აქ ვიყავი და არა ფსიქიატრიულში,თუნდაც ამის დაჯერება არ მინდოდა მაინც უკეთ ვგრძნობდი თავს.

მზარეულმა საჭმლით დატვირთული ფოდნოსი შემომიტანა,ღმერთო როგორ მომენატრა ნორმალური საჭმელი.

-როდესაც შეჭამთ თუ შეგიძლიათ რომ ფოდნოსი ისევ სამზარეულოში ჩამოიტანოთ?_იკითხა ქალმა დარცხვრნით.

-არ არის პრობლემა._პასუხი დაუფიქრებლად გავეცი.

ცივი შხაპი მივიღე,თმები გავიშვრე და ამის შემდეგ მივუბრუნდი საჭმელს,იმის და მიუხედავად რომ უკვე გაციებულიყო მაინც აღფრთოვანებით შევექცეოდი.

გასარეცხი ჭურჭელი ავიღე,ქვემოთ ჩავედი და სამზარეულოსკენ უნდა წავსულიყავი მაგრამ ამ დროს ნაცნობმა ხმამ შემაჩერა.

-საით გაგიწევია?_როდესაც შევტრიალდი ჰარიმ ალმაცერი მზერით შემათვალიერა.

-ამ..გასარეცხი თეფშები მიმაქვს სამზარეულოში.

-ეს მოსამსახურის საზრუნავია.

-ვიცი...უბრალოდ...

-ისევ შენი "უბრალოდ".დაიმახსოვრე ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი არ ხდება!_ყოველი ახალი სიტყვის წარმოთქმისას ჩემსკენ მოდიოდა.
მე გაშეშებული და თავდახრილი ვიდექი.

-წადი და წაიღე თეფშები.
მხოლოდ მაშინ დავიძარი სამზარეულოსკენ.
როდესაც კართან მივედი უკან გამოვიხედე ის ისევ იქ იდგა გაშეშებული.

როდესაც სამზარეულოში შევედი მაგიდასთან შემომჯდარი გოგონები დავინახე.ფოდნოსი თავის ადგილას დავდე და მათთან მივედი.

-გამარჯობა._მივესალმე მათ და სახეზე მსუბუქი ღიმილი გადავიკარი.

-ღმერთო ჩემო,ეს რა არის?!_წამოიყვირა ჯორდანმა როდესაც დამინახა.

-ეს...მან გცემა ასე სასტიკად?_დავიანახე როგორ აუცრემლიანდა ემილის თვალები.
თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე.
-ოუ,ამდენი დრო გავიდა და ჩალურჯებები და ჭრილობები კი...
როდესაც საუბარი დავამთავრე ჩაიბურტყუნა სარამ.

ClareWhere stories live. Discover now