06

1.5K 128 21
                                    

5 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გოგონები არ მინახავს,მათ შორის ელეონორიც.ამ დღეების განმრავლობაში მხოლოდ ერთი ადამიანი მაკითხავდა ხოლმე,ქალი, რომელსაც საჭმელი მოჰქონდა.
ამ სახლზე კიდევ უფრო ბევრი ინფორმაციის გაგება მჭირდებოდა.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ჰარის ეს კლუბი ტყუილად არ შეუქმნია,რაღაც მიზეზი ჰქონდა.ეს წესებიც ალბათ ამ მიზეზების მიხედვით არის დადგენილი,მაგრამ ამის შესახებ ხმის ამოღებასაც არ ვაპირებ.
თუ ასე გაგრძელდა აქ გაძლება არც ისე შეუძლებელი იქნება,იმ 15 დღის განმრავლობაში რაც ამ სახლში ვარ მხოლოდ ორი იყო გაუსაძლისი.

ერთ საღამოს სახლთან მოსული უამრავი მანქანა და ადამიანი შევნიშნე და სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი რომ ამ "ღონისძიებაში" მონაწილეობის მიღება არ მომიწევდა.
საღამოს 12 საათი იქნებოდა როდესაც საშინელი შიმშილი ვიგრძენი.ვიფიქრე რომ სამზარეულოში ჩუმად ჩაპარვა ცოდვა არ უნდა ყოფილიყო,ამიტომაც ხალათი მოვიცვი.მარმარილოს კიბეს ჩავუყევი და პირველ სართულზე მოვხვდი.სახლის მარჯვენა მხრიდან მუსიკის ხმა ისმოდა,მარცხნივ შეხვევა ვერც კი მოვასწარი რადგან ვიღაცის ხელი პირზე ამეფარა მეორე ხელით კი ყელში მწვდა,შემდეგ კი სადღაც წამათრია.

აშკარად მამაკაცი იყო. ძალაზე და უხეშ მოქმედებაზე ეტყობოდა.

რომელიღაც ოთახში შევედით სადაც უკუნითი სიბნელე სუფევდა,ეს მამაკაცი ისე თავდაჯერებულად დადიოდა დერეფნებში თითქოს აქაური იყოს.ნაბიჯების გადადგმას ვერ ვასწრებდი ამიტომაც უბრალოდ მიმათრევდა.ბოლოს სადღაც მიმაგდო.ხელების ჰაერში ქნევა დავიწყე ბოლოს ხის მატერია ვიგრძენი.ხელებით ხის მაგდაზე (ან ტუმბოზე) დავეყრდენი.კაცს დიდი ხნის ყოყმანი არ დაუწყია,თმაში ხელები ჩამავლო და მტკივნეულად მომქაჩა.

-ბოზო! დაე იცოდეს!_დაიყვირა მან და უეცრად თავი ხის ზედაპირზე დამარტყმევინა.ტკივილისგან დავიყვირე,ტკაცუნის ხმა გაისმა რაც ჩემი ვარაუდით ცხვირი უნდა ყოფილიყო.ვიგრძენი თუ როგორ დამისველა სისხლმა ტუჩები.ბიჭმა ტუჩებზე ხელი ამაფარა და ოდნავ ამწია და ისევ უკან წამათრია.რამოდენიმე წუთში ვიგრძენი თუ როგორ მიმარტყმევინა თავი კედელზე.თავი ოდნავ  გამაწევინა და იგივე გაიმეორა.ისევ და ისევ ერთი და იგივე,ყვირილის თავიც არ მქონდა და თანდათან სიტუაციის კონტროლსაც ვკარგავდი.ხელი გამიშვა და კედელს ნელა ჩავუყევი,ხელებით იატაკს დავეყრდენი და წამოდგომა ვცადე მაგრამ ამ დროს სახეში ფეხსაცმელი მთელი ძალით დამარტყა.

ClareWhere stories live. Discover now