21

1.5K 130 31
                                    

დაახლოებით ერთი საათია რაც გზაზე მივდივართ,ჰარიმ უკვე მშრალი ტანსაცმელი ჩაიცვა,მე კი თავისი მშრალი ზედა მომცა და პლედი მომახურა,ეს ყველაფერი საბარგულში ჰქონდა.პლედში ჩვილი ბავშვივით ვიყავი მობუზული,ფეხები სავარძელზე მქონდა ამოწეული და ვეხუტებოდი.ფანჯარაში ვიხედებოდი,წვიმა მინას ეხეთქებოდა,რის გამოც ფიგურების გარჩევა ცოტა მიძნელდებოდა.

მორბანალი ხეები და სახლები,ჰიპნოზივით მოქმედებდა ჩემზე.

ჩემი მზერა სტაილსზე გადავიტანე,ის მშვიდი და მოდუნებული იყო,ერთი ხელი მუხლზე ედო,მეორე ხელით კი საჭეს ჩასჭიდებოდა.მას შავი ჯინსი და შავი პერანგი ეცვა,ზემოდან პიჯაკისდაგვარი მოსაცმელი ეცვა,ოღონდ უფრო გრძელი.
მისი მზერა გზაზე იყო კონცენტრირებული,სახეზე ეტყობოდა,რომ ჩაფიქრებულიყო.იქნებ იმაზე ფიქრობს,თუ რა იქნება ამის შემდეგ?ნეტა ასე იყოს.მზერა გაჭირვებით მოვაშორე და ისევ წინ გავიხედე,თან ოდნავ გამეღიმა.

-არ იფიქრო,რომ ამის გამო გაპატიე!_ვამბობ რბილად და უფრო ფართოდ მეღიმება.

-რას გულისხმობ?_გაოცებულმა გამომხედა.

-ნუ...ჩვენი ჩხუბი,ჯერ კიდევ არ დამთავრებულა._ვამბობ იგივე ტონით.

-აჰ მაგაზე ამბობ?_მანაც გაიღიმა.

-შეიძლება რაღაც გკითხო?

-უკვე მეკითხები.

-შენ ხომ არ წვები..._წინადადება გავწელე.

-ბოზებთან?_დაასრულა ჩემი დაწყებული წინადადება.

-აჰაამ.მინდოდა გამეგო,მაშინ ჩემთან ეს რატომ გააკეთე?

-კლერ შენ რა თავს ბოზად მიიჩნევ?_იკითხა მან ეშმაკური ხმით.

ვჩუმდები,რადგან შინაგანად სულ ასე მივიჩნევდი,ოღონდ ამის აღიარება ნაღდად არ მინდა.

-მე ასე არ მგონია!_თქვა მან და გაიღიმა.

ისევ ჩუმად ვარ,მივჩერებივარ და თვალებს ხშირად ვაფახუნებ.ასე მართლა მიიჩნევს თუ სპეციალურად თქვა?

ClareWhere stories live. Discover now