13

1.3K 121 10
                                    

-აღარ მეშინია.არ ვიცი ეს როგორ მოხდა,მაგრამ მისი აღარ მეშინია._ვეუბნებოდი ელეონორს,როდესაც სამზარეულოში მარტო ვიჯექით.

-რას გულისხმობ?

-რას უნდა ვგულისხმობდე! ადრე მისი დანახვისაც კი მეშინოდა,მეშინოდა რამე არასწორად არ მეთქვა ან გამეკეთებინა,მაგრამ ახლა უბრალოდ შიში გამიქრა

ვინ იფიქრებდა რომ ზუსტად ამ მომენტში,ჰარი კარს უკან იდგა და ჩვენს დიალოგს ისმენდა.

-როგორც ვხედავ კომფორტულად მოწყობილხარ._თქვა მან და სამზარეულოში შემოვიდა.

მზერა ბიჭზე გადავიტანე,ის ნაყინით სავსე ულუფას მიშტერებოდა,რომელიც ხელში მეჭირა.

-შემდეგი სასჯელის დროც მოვიდა.როგორც შევამჩნიე ჭამა გყვარებია,ესეიგი 51 კილო ხარ არა?
სანამ 41მდე არ ჩამოხვალ მანამდე,დღეში ორ ვაშლზე მეტს არ შეჭამ._უხეშად თქვა მან და კარისკენ გატრიალდა.

-ეს ჩემი სიმაღლისთვის მომაკვდინებელი წონაა...

-ჰო? რას ლაპარაკპბ,ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები მაგას დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.მოკვდები და შემცვლელსაც სწარაფად მოგიძებნით._ჩაიცინა ბიჭმა და გავიდა.

ცრემლები წამომივიდა თვალებიდან,როდესაც გავაცნობიერე თუ რა საფრთხის წინაშე ვიდექი.არ შეიძლება ასე წონის დაგდება,ორგანიზმი საშინლად გამომეფიტება.

***
აი უკვე ორი დღეა გასული და მხოლოდ რამოდენიმე ცალი ვაშლის გარდა არაფერი მიჭამია,თავბრუ მესხმის და გულისრევის შეგრძნება მაწუხებს.იმის გარდა,რომ მაშიმშილებს დამატებით ვარჯიშსაც მაიძულებს,იქ კი პულსის დაკარგვამდე მტვირთავენ.დღეს კი პირდაპირი გაგებით გულის შეწუხებამდე მავარჯიშეს,ისე ცუდად ვიყავი რომ თვალები ავტომატურად მეხუჭებოდა.ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ,ყოველჯერზე უფრო მძიმდება სიტუაცია,ენერგია კი საერთოდ აღარ მაქვს.როდესაც სასწორზე ვდგები ტირილი მინდება,რადგან ეს ციფრები საშინლად მაშინებს.

ClareWhere stories live. Discover now