07

1.4K 127 11
                                    


-ანუ თქვენ ამტკიცებთ,რომ იმ სახლში ადამიანების მონური წამება მიდის?_იკითხა პოლიციელმა.

-არა..არა...უკაცრავად დიახ,დიახ._ხელების ქნევა უაზროდ დავიწყე,შემდეგ კი თავი ხელებში მოვიქციე რადგან აზრები დამელაგებინა.

-ჰმ..._მან ეჭვისნარევი მზერა მესროლა და ისევ რაღაც ჩაინიშნა თავის მოზრდილ ბლოკნოტში.

-გარწმუნებთ თუ წახვალთ და ნახავთ,ყველაფერში თვითონ დარწმუნდებით_ბოლოს დავნებდი მეტის ახსნა აღარ შემეძლო.

-და სად არის თქვენი საბუთები ქალბატონო?

-ისინი მას აქვს.

-ვის "მას"?

-ვის და კლუბის მართველს.

-და რაში ჭირდება?

-მან წამართვა ხომ გითხარით?

-აა ჰო წაგართვათ!
ღამე ოთახში გავატარე სადაც მხოლოდ ერთი რკინის საწოლი და ხელსაბანი იდგა.მთელი ღამე დაძინება ვერ მოვახერხე.ჩემს თავში ქარიშხალი ტრიალებდა,ვაცნობიერებდი რომ ამ ამბისთვის უბრალოდ წერტილის დასმა და გოგონების განთავისუფლება შემეძლო *(პირდაპირ სუპერმენი ხარ -.- სულელი პატარა კლერი).
დილას ოთახიდან გამომიყვანეს,მანქანაში ჩამაჯინეს და ისევ იმ ჯოჯოხეთისკენ წავედით.რაც უფრო ვუახლოვდებოდით სახლს მით უფრო სწრაფად მიძგერდა გული,პოლიციელმა ჩემი ნერვიულობა შენიშნა და უცნაური მზერა მომაპყრო.
°°°

-ეს ქალბატონი ამტკიცებს რომ გოგონებს მონურ ძალადობას აიძულებთ_ჰარის კაბინეტში ვიდექით: მე,ის და პოლიციელი.

-რას ლაპარაკობთ!როგორი მდიდარი ფანტაზიის უნარი ჰქონია!_ჩაიცინა სტაილსმა.

-ჩემი სიტყვების დამტკიცება შემიძლია!აბა ერთი სეიფი გახსენი,იქ ხომ ჩემი საბუთებია?!

-მისტერ სტაილს თუ შეიძლება გახსენით სეიფი._ალმაცერად შემომხედა მამაკაცმა და ბრძანებას გასცა.

-არარის პრობლემა._თქვა ჰარიმ.პაროლი შეიყვანა და კარები გაიღო.

ClareWhere stories live. Discover now