ლოგინზე უგონოდ ვეგდე და გაუჩერებლად ვტიროდი.საღამოსკენ თავი უკეთ ვიგრძენი.
ოთახში ელე შემოვიდა და შეშინებული ხმით მითხრა, რომ ჰარის ჩემი ნახვა უნდოდა.
მზადების დროს ყველაფერი ვუამბე.ამ შემთხვევაში ელემ მხოლოდ ტრუსები და თითქმის გამჭვირვალე თეთრი კაბა ჩამაცვა.მაკიაჟი კი საერთოდ არ გაუკეთებია.თმები მსუბუქად დამიხვია და ძირს დაუშვა. როდესაც მითხრა რომ ფეხსაცმელი არ უნდა ჩამეცვა ოდნავ დავიძაბე.
-გამაგრდი პატარავ_მითხრა ელეონორმა, როდესაც მეოთხს სართულზე მდებარე პატარა კარებთან მივედით.
ოთახში შევედი და გარემოს შესწავლას შევუდექი.აქაურობა უფრო სარდაფს გავდა სადაც უკუნითი სიბნელე იყო,აქ არანაირი ავეჯი არ იდგა,ერთ სკამს თუარ ჩავთვლით რომელიც ოთახის ცენტრში იდგა.
-დაჯექი._მითხრა მკაცრი მამაკაცის ხმამ რომელიც სულ ახლახანს შემოვიდა ოთახში.კაცს დავემორჩილე და სულ ახლახანს შევამჩნიე რომ ოთახის კუთხეში პატარა სარკმელი იყო,საიდანაც მთვარის შუქი ძლივსძლივობით აღწევდა.
კაცმა მაიძულა რომ ხელები ზურგს უკან წამეღო შემდეგ კი თოკით შემიკრა.-რას აკეთებთ?_ვიკითხე შეშინებულმა მაგრამ ხმა არავის არ ამოუღია.
ხელების შეკვრის შემდეგ,სკამზე მჭიდროდ დამაბა.ჯანდაბა რა ხდება?! ახლა უკვე რეალურად შემეშინდა.
ოთახში დაახლოებით ოცი წუთი ვიყავი მარტო,მთელი ამ ხნის განმრავლობაში საშინელი აზრები არ მშორდებოდა.
ყველა საზიზღარი მომენტი თვალწინ წარმომიდგა.როდესაც ოთახში ფეხის ნაბიჯების ხმა გავიგონე ტანში ჟრუანტელმა დამიარა.კარების დახურვის ხმის შემდეგ ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა.-გითხარი თუ არა, რომ შენს ყველა ცუდ საქციელს გვერდითი მოვლენა ექნება -მეთქი!_ექოდ გაისმა ნაცნობი ხმა ოთახში.რამოდენიმე ხნის შემდეგ მისი სილუეტის გარჩევა შევძელი,ხელში დიდი ბოცა ეჭირა.წარმოდგენაც კი არ მინდა თუ, რა ასხია იქ.
თვალები დავხარე და ველოდებოდი შემდგომ მის საქციელს.უეცრად თავზე ყინულივით ცივი წყალი დამესხა,რის გამოც სკამზე შევხტი.
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...