როდესაც ოთახში შევედი,მაშინვე ლოგინზე უღონოდ დავეცი,უბრალოდ ძალა გამოცლილი მქონდა, კუჭი კი შიმშილისგან მეწვოდა.საშინლად მშიოდა,რაც აქ ვარ ასეთი შიმშილი მას შემდეგ არ მიგრძვნია.ოთახში ვიღაც შემოვიდა და ლოგინზე ჩამოჯდა.თავი ძლივს ავწიე, რომ გამეგო თუ ვინ მესტუმრა.
-მაჩვენე_მითხრა ელეონორმა და ხელი მკლავში ჩამჭიდა,რათა უკეთ დაემახა ჩემი ჩალურჯებები მაჯაზე.
-ხელი დაგარტყა, არა?_იკითხა ელიმ და ლოყაზე ხელი მომისვა.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
-თავს როგორ გრძნობ? მთელი ღამე იქ გაატარე?_თმა ყურს უკან გადამიწია.
-კი_ძლივს გადაგონად ამოვღერღე.
-შენთან სადილობა უნდა._თქვა მან.
-ელეონორ ძალა საერთოდ აღარ დამრჩა!_ცრემლებმა თვალები ამიწვა.
-მოითმინე საყვარელო,ის რათქმაუნდა მხეცია, მაგრამ არამგონია დღეს რამის გაკეთება გაიძულოს. შენს თავს შეხედე? ცოცხალ-მკვდარი ხარ.
სააბაზანოში წავედი, რათა შხაპი მიმეღო.როდესაც სარკეში ჩავიხედე ჩემი ანარეკლის შემეშინდა,შეშუპებული თვალები და ჩალურჯებული ლოყები ყველაზე მცირედი იყო. სახის კანი თოვლზე თეთრი მქონდა,ხელები კი ყველაზე საშინელი სანახავი იყო.
შხაპის შემდეგ, ისევ საძინებელ ოთახში დავბრუნდი.
-აი ეს ჩაიცვი._მიმითითა ელემ თეთრ ბრეტელებიან კაბაზე და თეთრეულის კომპლექტზე, რომელიც ფრთხილად იყო დაფენილი საწოლზე.ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ ლოგინთან მდებარე ტუმბოზე ჩამოვჯექი.ელიმ აბურდული თმა ცხენის კუდად შემიკრა,წარბების კორექცია გამიკეთა და შემდეგ ცოტა მოშორებით დადგა.
-რატომ მაინც და მაინც ესე? არ შეიძლება ისეთი რამ ჩავიცვა, რაც ამ საშინელ ჭრილობებს დამიმალავს?_ვიკითხრ მე როდესაც ჩემს ანარეკლს ვუყურებდი.
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...