17

1.4K 125 5
                                    

იმის გამო რაც ახლა ჰარიმ მიამბო შოკში ჩავვარდი,არ მოველოდი,ამის გამო ვიყავი აქ ამდენხანს?!  სისულელეა!

-უყურებ ამ პორთფოლიოს?_იკითხა ჰარიმ ამბის დასრულებისას.

კიდევ ერთხელ შევხედე მუქი ლურჯი შეფერილობის ფაილების კრებულს.

-ზუსტად ეს არის გამაკონტროლირებელი ფაილი,რომელიც უნდა გასაცე ერთ ადამიანს.

-ვის უნდა გადავცე?

-მას რასალ კოსი ჰქვია.

-ამის გაკეთება შენ რატომ არ შეგიძლია?

-უკვე აგიხსენი.ხვალ საღამოს გავდივართ,ზეგ კი უკვე იქ იქნები.

-სადმე გვიწევს გასვლა?

-ჰო!

-აქ რატომ არ შეიძლება რომ შედგეს შეხვედრა?

-ჩვენ შორს ვიქნებით ცივილიზირებული სამყაროსგან.სადაც ვერავინ ვერ შეგვიშლის ხელს.დამერწმუნე ეს პორთფოლიო ისეთი ძვირფასია,რომ მის გამო ხალხი იხოცება,ამიტომაც ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს!

-რაღაც ფურცლების დასტის გამო ხალხი იხოცება?!

-ის უბრალოდ ფურცლების დასტა არ არის კლერ!

-რა არის დაწერილი ასეთი,რომ ამის გამო ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.

-მე...მე ვერ გეტყვი.

-აჰაჰაჰა,შესანიშნავია!შენ მთხოვ რპმ შემაერთებელი ძაფი ვიყო და არ შეგიძლია მითხრა თუ რა წერია ამ ფურცლებზე?

-ეს თხოვნა კი არა ვალდებულებაა.ჩათვალე,რომ ეს შენი ბოლო სასჯელია.

-ბოლო?

-ჰო რა იყო რატომ გაგიკვირდა?

-მე ვიფიქრე ბოლო ყველაზე რთული იქნებოდა.

-შენ გგონია,რომ ეს ადვილია?არა კლერ შენ ძალიან ცდები!ეს იმაზე ძნელია ვიდრე შენი ნებისმიერი სასჯელი.

-რა არის ფურცლების გადაცემაში ძნელი?

-მათ უნდა დაიჯერონ რომ "ის" შენ ხარ.

ClareWhere stories live. Discover now