-არ გინდა გამანდო ეს რა ჯანდაბა გააკეთე!_თქვა ბიჭმა და ლოგინზე ჩამოჯდა,ოთახში სინათლე არ იყო,პლედში ვიყავი გახვეული და ერთ წერტილს მივჩერებოდი ფანჯარაში.
-კლერ!_ახლა უფრო მკაცრად თქვა.
-რა?
-რა შოუ მოაწყვე ამიხსნი?
-შენ ხომ მითხარი ის გამეკეთებინა,რასაც ბენი მეტყოდა?!
-მერე რა,მის ნათქვამს მნიშვნელობა არ ქონდა.
-შენ გარკვევით მითხარი რომ ის უნდა გამეკეთებინა რასაც ის მეტყოდა.
-მე ეგ არ მიგულისხმია! რომ ეთქვა წადი თავი ჩამოიხრჩვეო გააკეთებდი?!
-ესეიგი უკეთესად უნდა აგეხსნა!
-როდიდან მიეცი შენს თავს უფლება რომ ასეთი ტონით მელაპარაკო?!
-როგორი ტონით?!_ფაქტიურად წამოვხტი,ბიჭისკენ შევტრიალდი და ცრემლიანი თვალებით მივაჩერდი.
-ასეთი...
-შენ ნორმალურ ცხოვრებას მომწყვიტე და აქ მომიყვანე,მაიძულებ ის გავაკეთო,რაც მე არ მინდა.ელოდებოდი,რომ მადლობას გადაგიხდიდი?მე ასეთი არ ვარ,შემიძლია იქამდე ვიყო ჩუმად სადამდეც საჭიროა,მაგრამ ერთ მომენტში მეც შემიძლია ამომეწუროს მოთმინება!
-ეს შენ არ ხარ.ყველანაირი მყავხარ ნანახი.შენ ასეთი არ ხარ,შენს მაგივრად ემოციები ლაპარაკობენ,ხვალ ეს ყველაფერი დაგავიწყდება,შენნაირი ტიპის ადამიანებს მშვენივრად ვიცნობ!
-ნუ ამბობ,რომ მიცნობ! არ გაბედო! შენ მხოლოდ ჩემს იმ ნაწილს იცნობ,რომელიც აქ იმყოფება,ამ ხნის განმრავლობაში.შენ გახარებული არ გინახივარ,არც მოწყენილი,არც ბედნიერი,არც მხიარული და არც მეგობრული.შენ არ მოგისმენია ჩემი გულწრფელი სიცილი,არც სიხარულის ცრემლები.შენ არ იცი როგორი ვიყავი სანამ აქ მომიყვანდი.საიდან მოიტანე,რომ ხალხთან ასე მოქცევის უფლება გაქვს,საიდან მოიტანე,რომ მათი მანიპულირების უფლება გაქვს,ჩვენ შენი მარიონეტები არ ვართ! ჩვენ ვცოცხლობთ და გრძნობებიც გაგვაჩნია!_არ ვიცი რა მომივიდა,მთელი ჩემი აგრესია ჩემს სიტყვებში ჩავაქსოვე.ისეთი სიძულვილი მოძრაობს ჩემს შიგნით,მან მთელი გონება გათიშა და ის მათქმევინა რაც აქამდე უნდა მეთქვა.ლოგინიდან წამოვხტი და ჰარის ოთახიდან გავვარდი,სანამ ის ჩემს ნათქვამს აანალიზებდა.
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...