-გემრიელად მიირთვი._მითხრა ჰარიმ,როდესაც ჩანგალი ავიღე.
-შენც ასევე._ახლად გამზადებული საჭმლის არომატი შევისუნთქე.
მან სასჯელი გააუქმა.რატომ ქნა ეს? აშკარად მაგრძნობინა რომ ფეხებზე ვეკიდე და არ აინტერესებდა თუ მოვკვდებოდი.იმ ღამეს რატომ არ მომცა სიკვდილის საშუალება?ეს კითხვები გამუდმებით მაწუხებდა.როგორ მინდა რომ დავუსვა კითხვა "რატომ?!",მაგრამ პირი ბოქლომით მქონდა დალუქული,მაშინაც კი არ ვლაპარაკობდი როდესაც საჭირო იყო.
დღეები გადიოდა,რომლებიც საშინლად იწელებოდა.ჰარი ამ დღეების მანძილზე სახლში არ იყო,ის დასასვენებლად იყო წასული.მოწყენილი სულაც არ ვიყავუ,მაგრამ მარტოსულად და დაღლილად ვგრძნობდი თავს. საშინლად მარტოსული ვარ ჯანდაბა! თავიდან დაძინებაც კი მიჭირდა,როდესახ ვაცნოვიერებდი რომ ის ჩენსთან ერთად არ იყო.ძალიან მივეჩვიე მასთან ერთად ყოფნას,ახლა კი...
ორი კვირა გავიდა,მზარეულის და დამლაგებლის გარდა არავინ არ მინახავს.
ერთხელ საღამოს,როდესაც სამზარეულოში მივდიოდი,კედლის მეორე მხრიდან ხმა მომესმა,ამიტომაც ჰოლში გახედვა გადავწყვიტე.მთავარი კარები ღია იყო და კაცებს შავი ჩემოდნები შემოქონდათ,შემდეგ კი ნაცნობ ფიგურას მოვკარი თვალი,მის გვერდით კიდევ ერთი ადამიანი იყო.ბიჭი და გოგო სახლში შემოვიდნენ,თან რაღაც თემაზე გართული საუბრობდნენ.
ვერ გამიგია ვინ არის ის,წარმოდგენაც კი არ მაქვს.მათ უზარმაზარი შესასვლელი გაიარეს და მარმარილოს კიბეებს გაუყვნენ,ჰარის კაბინეტისკენ.როდესაც ჰოლი განთავისუფლდა,წინ წავედი და ჩანთების შესწავლა დავიწყე.მაინტერესებდა თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი,მაგრამ ხელის დადებაც ვერ მოვასწარი,როდესაც ტკივილამდე ნაცნობი ხმა გავიგონე:-არ მოკიდო იმას ხელი რაც შენ არ გეხება._თავი ავწიე და კიბეებზე მდგარ ჰარის შევხედე.
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...