ვერტმფრენით ბერმუტამდე ვიფრინეთ,შემდეგ იახტით ლა-მანშამდე მივედით.იახტა ნაღდად მშვენიერი იყო,პირველ რიგში უზარმაზარი,მეორე რიგში კი ულამაზესი.იახტის აივანზე ვიდექი და განათებულ ქალაქს მივჩერებოდი,რომელსაც თანდათან ვშორდებოდით.
-ჯენეტი 5 წლის წინ გარდაიცვალა._ჰარი ისე ჩუმად და სწრაფად მომეპარა,რომ სწორად რეაგირება ვერ მოვასწარი.
-ის გამაკონტროლირებელი ფაილის გადაცემის დროს დაიღუპა._დაამატა მან,მე კი ყელი გამიშრა ,მეც ხომ იგივეს გაკეთება მომიწევს ხვალ.
-მისი სიკვდილის შესახებ არავინ იცის,ამიტომაც მოგიწევს დაამტკიცო,რომ ის ხარ.
-ვწუხვარ შენი გოგოს გამო._ვთქვი როგორც იქნა.
-ის უბრალოდ ჩემი გოგო კი არა საცოლე იყო...ის ქორწილამდე რამოდენიმე დღით ადრე მოკვდა.
-სამწუხაროა.
-მსუბუქადაა ნათქვამი.სულ ვცდილობ,რომ დავივიწყო,ერთი წუთით მაინც,მაგრამ არაფერი გამომდის.თვალწინ მიდგას მომენტი როდესაც ჯენეტს ჩემი საუკეთესო მეგობარი ესვრის,ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრება ვენდობოდი,ადამიანი რომელსაც ძმად მივიჩნევდი.მაგრამ მე ვიძიე შური,მის გამო.მთელი ოჯახი ამოვუწყვიტე,მისი ქალიშვილის ჩათვლით,მის თვალწინ,რამოდენიმე დღეში კი თვით ის მოვკალი.შეგიძლია უგულოდ და ცუდ ადამიანად მიმიჩნიო,მაგრამ მან ის წამართვა რაც მიყვარდა,მე მას გავაგებინე თუ ვინ ვარ მე და რა მოხდება თუ ჩემს წინააღმდეგ წავიდოდა.
მისი ყოველი სიტყვის შემდეგ უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი.ნუთუ ამ დონეზე უყვარდა,რომ მის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი?მთელი ამ ხნის განმრავლობაში მის გაგებას ვცდილობდი,ვცდილობდი მისი საიდუმლო ამომეხსნა,მაგრამ როდესაც გავიგე სიმართლე სულაც არ მომეშვა გულზე.რა თამაშს თამაშობს?რა დევს ამ საქაღალდეში?რატომ შეუძლია მხოლოდ ჯენეტს მისი გადაცემა?რა საჭიროა ასეთი კონფიდენციალურობა?რაც მთავარია რისთვის არის ეს საჭირო?ან ვისთვის?
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...