23

1.6K 143 33
                                    

როდესაც აცნობიერებ,რომ მოკვდი საშინელი გრძნობაა.ამ თემაზე ხშირად მიფიქრია,მაგრამ თუ ასე მალე დადგებოდა ეს მომენტი არ მეგონა.

თვალები ფართოდ გავახილე და კრისტალურად თეთრ ჭერს მივაჩერდი.წამოვიწიე და მუხელბზე დავდექი,ოდნავ თვალი შევავლე აქაურობას და ისევ დავწექი.

"მოვკვდი?"_გამიელვა თავში._"აი თურმე როგორ ხდება ეს." კიდევ დიდიხანი ვიწექი და გაშეშებული მივჩერებოდი ჭერს,ბოლოს ფეხზე ავდექი,მარცხენა მხარეს წვა დამეწყო და დისკომფორტი ვიგრძენი,ქვემოთ დავიხედე.ზედა გახვრეტილი მქონდა,თითებით ჭრილობაში შევაღწიე და იქნედან ტყვია გამოვიღე,შემდეგ ხელში შევათამაშე.უცნაურია არაფერი მიგრძვნია,იქნებ ასეც უნდა იყოს? ნაბიჯი წინ გადავდგი და სკამს დავეჯახე,რომელიც მეორე წამს იატაკზე დაეცა ხმაურით.ოთახი ისევ მოვათვალიერე,ის ცარიელია.მხოლოდ ჩემი სუნთქვის და ქარის ხმა მესმის,რომელიც ღია ფანჯრიდან შემოდის.მასთან მივდივარ და ბოლომდე ვაღებ,ცივი ჰაერი ფილტვებში ჩავუშვი.ჯანდაბა რატომ ვგრძნობ სიცივეს? კანზე მაგრად ვიბწკინე.

-აუჩ!_ტკივილისგან წამოვიძახე,რომელიც საკუთარ თავს მივაყენე.

-ჯანდაბა! ლაპარაკიც შემძლებია._წარმოვთქვი გაოცებული ინტონაციით.ვფიქრობდი,რომ მკვდრებს ლაპარაკი არ შეეძლოთ.
გამოდის,რომ ცოცხ...მაგრამ არა,ასეთი რამ შეუძლებელია.მან მესროლა,წესით უნდა მომკვდარიყავი თუ რათქმაუნდა დომ...

სტოპ! უბრალოდ შეუძლებელია,ეს რომ ასე ყოფილიყო აუცილებლად მეცოდინებოდა.ეს ხუთი წლის წინ მოხდებოდა თუ ასეა.უნდა დავიჯერო თუ არა რაც მამაჩემის შესახებ მომიყვა? არ ვიცი.სულ მეგონა,რომ ის ჩვეულებრივი ექიმი იყო,თავისი საქმის პროფესონალი,მაგრამ მეცნიერი? ამის დაჯერება ძალიან მიჭირს.

ამ მომენტში მხოლოდ ჯენეტზე ვფიქრობ,მხოლოდ მისი ჩაძაღლება მინდა ჩემი ხელით,მინდა ვუყურო თუ როგორ ღაფავს სიცოცხლეს,როგორ ჩაქრება ცეცხლის ალი მის თვალებში.საშინელებაა,არ მეგონა თუ როდესმე ვიფიქრებდი ასე,მაგრამ მთელი ორგანიზმი ამას მთხოვს,ისე მესროლა ,რომ თვალიც კი არ დაუხამხამებია,რით განვსხვავდები მისგან? რატომ არ შემიძლია,რომ მოვკლა? თუმცა მისგან განვხვავდები,თან როგორ.სიტუაციაში გარკვევა ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე,ჯენეტი თავისი ფეხით მოვიდა,რომ რასალს სისხლი გადაუსხას და თავი მოიკლას? თუ ასეა მაშინ რაში სჭირდება ეს? არასოდეს დავიჯერებ,რომ ჯენეტს თავის მოკვლა უნდა.ჰარი სად არის ან რა დაემართა? ჯენის მოკვლას თუ ვაპირებ უნდა ვიჩქარო,მაგრამ სად უნდა ვნახო?

ClareWhere stories live. Discover now