10

1.4K 124 19
                                    

ის წავიდა, მე კი ისევ დამცირებული და შერცხვენილი,სიძულვილით სავსე ვიდექი.ალბათ 8 საათის განმრავლობაში მომიწია ამ მდგომარეობაში ყოფნა ,5 საათისთვის ყველა წავიდა და მეც ჩამომხსნეს.დასერილი ფეხებით ნელი ნაბიჯებით საძინებლისკენ წავედი.

აბაზანის მიღება მესაჭიროებოდა რათა ეს სირცხვილი ჩამომერეცხა.ღრუბელით კანს გაწითლებამდე ვიხეხავდი. ამ გრძნობებისგან მოსაშორებლად განბანვა არ მიშველიდა ამას მეც ვხვდებოდი,ეს სიბინძურე ჩემს თავში ტრიალებდა და სხეული აქ არაფერ შუაში არ არის და რამდენიც არ უნდა ვიხეხო კანი ამ გრძნობას ვერ ჩამოვიშორებ. პირსახოცი მოვიხვიე და ოთახში დავბრუნდი.

-დაგაგვიანდა._მითხრა ჰარიმ,რომელიც სკამზე იჯდა და ღვინის ჭიქიდან სითხეს ნელა წრუპავდა.

ადგილზე გავშეშდი და თვალები იატაკს მივაპყრე.

-პირველი დავალება მშვენივრად შეასრულე,ძალიან გიხდება ჯვარი._ჩაიცინა მან.

ცრემლებს ვიკავებდი,არ მინდოდა რომ ავტირებულიყავი მის წინაშე.
საშინლად მტკიოდა სხეულიც და სულიც.

-ჩაიცვი და წავედით!_გასცა მან ბრძანება და კარებისკენ წავიდა.

-ექიმი მჭირდება._ამოვილუღლუღე მე.

-რატომ?_გაოცებულმა შემომხედა.
ზედმეტი სიტყვების გარეშე პირსახოცი ავიწიე და ჩემს ჭრილობები გამოვაჩინე.

ბიჭმა წარბები შეკრა და ოთახიდან გავიდა.ეს რას ნიშნავს?შემიძლია თუ არა ექიმთან წასვლა?

ის ჩავიცვი რაც ჰარიმ გამიმზადა.დერფანში გავედი,როდესაც დამინახა უსიტყვოდ წავიდა წინ,მე კი უკან გავეკიდე.

ბოლოს ნაცნობ კარს მივადექით, რომელიც ჩაკეტილი აღმოჩნდა.ჰარი გვერდზე გავიდა და სადღაც გადარეკა,შემდეგ კი ისევ მე მომიბრუნდა.

-ის არ არის,წავიდა._თქვა მან.
ხმის ამოღებაც კი მეშინოდა მის წინაშე.

ClareWhere stories live. Discover now