სახლი ჯერ კიდევ არც ისე კარგად მქონდა შესწავლილი,ამიტომაც დავიკარგე.მთელ სახლში უაზროდ დავეხეტებოდი,უფროსწორად მივრბოდი.მეშინოდა, რომ ვინმე დამეწეოდა და მეტყოდა, რომ ყველაფერი ისევ ძალაშია და არაფერი არ შეცვლილა.ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაწილი მეგონა,ველოდებოდი იმ მომენტს, როდესაც გამეღვიძებოდა და უცნობ მამაკაცთან ერთად აღმოვჩნდებოდი, რომელიც გამაუპატიურებდა.თვალწინ საშინელი სურათები წარმომიდგა,ამის გახსნებაც კი არ მინდა.
როგორც იქნა მეოთხე სართულს მივაღწიე და ჩემი ოთახიც აღმოვაჩინე. როდესაც კარები მივხურე ღრმად ამოვისუნთქე.რატომღაც მეგონა, რომ აქ საფრთხე არ მემუქრებოდა.ტანსაცმელი გავიხადე და შხაპი მივიღე.როდესაც აბაზანიდან გამოვედი საწოლზე საჭმლით დატვირთული ფოდნოსი დამხვდა,ლუკმა ყელში არ გადამდიოდა ამიტომაც გვერდზე გადავდე.ეს ღამე ჩემთვის უსაშველოდ გრძელი გამოდგა.მთელი ღამე თვალიც კი არ მომიხუჭავს და როდესაც რაიმე ხმას გავიგონებდი მაშინვე გული შიშისგან მეკუმშებოდა.გარეთ ქარი ქროდა,რამოდენიმეჯერ ავდექი და ფანჯარა გამოვაღე, რათა სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა.
გამთენიისას ჩამეძინა.არავის არ უცდია ჩემი გაღვიძება,ამიტომაც 11 საათამდე მეძინა.
ლოგინთან მდებარე ტუმბოზე საჭმლის ახალი პორცია იდო,მაგრამ მადა ჯერაც არ მქონდა,ამიტომაც არც კი მივკარევივარ.რამოდენიმე ხნის შემდეგ ოთახში უცნობი ქალი შემოვიდა და ფოდნოსი წაიღო,როდესაც ის გავიდა ელეონორი შემონარნარდა და ლოგინზე ჩამოჯდა.-აბა როგორ ჩაიარა გუშინდელმა ღამემ?
-არაფერი არ ყოფილა._ვთქვი და ლოგინის კიდეზე წამოვჯექი.
-როგორ თუ არაფერი არ მომხდარა?!
-აი ასე.მან შეხვედრა გააუქმა.
-გააუქმა?
-ნუ მან გაიგო...ნუ ის,რომ...ვარ... და "სტუმარი" გაუშვა.-სერიოზულად?_იკითხა გაოცებულმა ელემ,ისეთ შოკში ჩავარდა, რომ ემოციის გაკონტროლება გაუჭირდა.
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...